6 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ სურსათის უვნებლობის წესები ზაფხულში
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი - თითქმის 1/10 - ავადდება დაბინძურებული საკვების მიღებით, რასაც 420 000 ადამიანის გარდაცვალება და 33 მილიონი ადამიანისთვის ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს. შესაბამისად, სურსათის უვნებლობის წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აღიარებენ რა სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას და მის გავლენას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 7 ივნისს სურსათის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ დაიცვათ სურსათის უვნებლობის სტანდარტები ზაფხულის ცხელ დღეებში.
სურათის უვნებლობის ჯაჭვი იწყება ფერმაში (მეცხოველეობისას თუ ბოსტნეულის მოყვანისა და საირიგაციო წყლის უსაფრთხოების კონტროლით) და სრულდება სუფრასთან (პროდუქტების დახარისხება და უსაფრთხო მომზადება). სასურსათო კონტროლს ექვემდებარება ყველა პროდუქტი: ბოსტნეული, ხილი, ხორცი თუ რძის ნაწარმი. ასევე, ამ ნედლეულის გადამუშავებით მიღებული სურსათი. სურსათის უვნებლობის ქვაკუთხედი ჰიგიენური სტანდარტების დაცვა, ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და სარეალიზაციო პირობების მონიტორინგია.
1. დაიცავით ჰიგიენა და ტემპერატურული რეჟიმი
სიახლე არავისთვისაა, რომ სიცხეში საკვები უფრო მალე ფუჭდება. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ თბილი ტემპერატურული გარემო (18-22 C) ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური მდგომარეობაა. ბაქტერიების გამრავლება კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს ნაწილობრივ და სრულად დახურულ შეფუთვებში (მაგ. მაწვნის, რძის, ძეხვის შეფუთვა). შესაბამისად, სურსათის დაბინძურებისა და გაფუჭების მაღალი რისკია საზაფხულო კემპინგისა და პიკნიკების დროს. ბუნება, სადაც ბაქტერიების საკვებში მოხვედრის რისკი უფრო მაღალია, ხოლო საკვების უსაფრთხოდ შენახვისთვის საჭირო ტემპერატურა თითქმის ვერასოდეს კონტროლდება, იდეალური ადგილია სურსათით გამოწვეული დაავადებების გასავრცელებლად. კემპინგზე, ექსკურსიებსა და პიკნიკებზე დაიცავით ჰიგიენის წესები: საკვებთან შეხებამდე კარგად დაიბანეთ ხელები. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ საკვებისთვის იქონიოთ საპიკნიკე მაცივრები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საკვებად შეარჩიეთ შეფუთული (დარწმუნდით რომ შეფუთვა დაზიანებული არ არის), არამალფუჭებადი საკვები; ეცადეთ, მოამზადოთ ისეთი საკვები, რომელიც ცეცხლზე ან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება. მაგალითად, მწვადის მომზადებისას დარწმუნდით, რომ ხორცი კარგად შემწვარია (სისხლი არ ახლავს); ასევე, ყურადღება მიაქციეთ წყალს, ღიად არ დატოვოთ წყლის კონტეინერები.
2. დროულად დააფასოვეთ საკვების ნარჩენები
ბუნებაში თუ სახლში, სუფრას გადარჩენილი საკვები დროულად უნდა იქნეს შენახული. მაცივარში შენახვის შემთხვევაში, საკვები ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს და, ამასთანავე, ხელი ეშლება ბაქტერიების გამრავლებას. შესაბამისად, მაცივარში შენახული საკვების ხელახალი გამოყენება უსაფრთხოა. მოხმარებიდან მალევე (არაუმეტეს 2 საათი) შეინახეთ საჭმლის ნარჩენები. თუ მაცივარი არ გაქვთ, შეეცადეთ თავიდან აირიდოთ მორჩენილი საკვების ხელახალი გამოყენება. მოერიდეთ საკვების დაგემოვნებას გემოს შემოწმების მიზნით. გახსოვდეთ, რომ საკვები შეიძლება ბუნებრივად გამოიყურებოდეს თუმცა, დაბინძურებული იყოს ბაქტერიებით.
3. ერთმანეთისგან განაცალკევეთ მომზადებული და უმი პროდუქტები
აღნიშნული წესი ერთნაირად მნიშვნელოვანია წლის ნებისმიერ დროს. დაუშვებელია, ერთმანეთს ეხებოდეს მომზადებული და უმი პროდუქტები. მსგავსი პროდუქტების ერთმანეთთან შეხების დროს, შესაძლოა, მოხდეს ე.წ ჯვარედინი (როცა ბაქტერიები, პარაზიტები ან სხვა დამაბინძურებლები ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადადიან) დაბინძურება. ეს წესი ვრცელდება სხვადასხვა სახის ხორცზეც. მაცივარში, მომზადების ადგილზე თუ დახლზე, საქონლის, ცხვრის თუ ფრინველის ხორცი ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა იდოს.
4. ხორცის გალღობა
წლის ნებისმიერ პერიოდში, ადამიანები ხშირად მიმართავენ ხორცის გალღობის მეთოდებს, რომელიც ხორცის თბილ ადგილზე დაყოვნებას ან ცხელ წყალში ჩადებას გულისხმობს. ორივე მეთოდის შემთხვევაში, ძალზე მაღალია ბაქტერიებით დაბინძურების ალბათობა. ხორცი, საყინულიდან გამოტანის შემდეგ, მაცივარში უნდა გალღვეს. მაცივრის ტემპერატურა 3-5 გრადუსამდე მერყეობს, რაც ხელს უწყობს, როგორც ხორცის სტრუქტურის, ასევე, საგემოვნო და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ანალოგიურად, მაცივარში ნაკლებია ბაქტერიების გავრცელების რისკი. ეს წესი ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული, გატარებული ანუ ე.წ ფარშირებული ხორცის შემთხვევაში, სადაც ბაქტერიების გამრავლების ალბათობა კიდევ უფრო მაღალია. მაცივრის გარდა, პროდუქტი ასევე შეიძლება გალღვეს წვეთ-წვეთად გამდინარე ცივ წყალში და მიკროტალღურ ღუმელში. გალღობილი პროდუქტი, ბაქტერიების განადგურების მიზნით, აუცილებლად თერმულად უნდა დამუშავდეს - კარგად მოიხარშოს/შეიწვას მაღალ ტემპერატურაზე (70 გრადუსი - 20 წთ).
5. დაამუშავეთ ზედაპირი
დაამუშავეთ ყველა ის ზედაპირი, რომელსაც პროდუქტი ეხებოდა. იქნება ეს მაგიდა, დაფა თუ თეფში. დამუშავება გულისხმობს არამხოლოდ სველი ტილოს გამოყენებას, არამედ შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებას (იქნება ეს ჭურჭლის ჟელე თუ სხვა). ასევე, ზაფხულში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაგიდის საწმენდი ტილოებისა და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ჰიგიენას. სველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა სურსათის ნარჩენებს შეიცავდნენ, ბაქტერიებისთვის საყვარელი გარემოა; შესაბამისად, მსგავსი სამომხმარებლო ნივთები, ხშირად უნდა გაირეცხოს სადეზინფექციო საშუალებებით, ან გამოიცვალოს.
6. მოერიდეთ კონსერვირებულ პროდუქტს
ე.წ კონსერვები ერთ-ერთი მაღალი რისკის პროდუქტებს წარმოადგენენ. არასწორი მომზადებისას (არასაკმარისი თერმული დამუშავების გამო), ბაქტერიები ადგილად მრავლდებიან მსგავს პროდუქტში. ნებისმიერ სიტუაციაში, ზაფხულში თუ სხვა სეზონზე, კონსერვები თერმულად, მაღალ ტემპერატურაზე უნდა დამუშავდეს.
სურსათის უვნებლობა და COVID-19 პანდემია
მსოფლიოში, სურსათით გამოწვეული 200-ზე მეტი დაავადება არსებობს, თუმცა COVID-19 მათ შორის არ არის.
COVID-19 -თან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით უნდა გახსოვდეთ:
- ამ მომენტისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19 შესაძლოა სურსათით გადადიოდეს;
- COVID-19 არ გადაგედებათ სასურსათო შეფუთვებიდან - კორონა ვირუსს არსებობისთვის ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება, შესაბამისად, იგი ვერ გამრავლდება ისეთ ზედაპირზე როგორიცაა რკინა, პოლიეთილენი ან პლასტმასი;
- მიუხედავად აღნიშნულისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჰიგიენის წესების დაცვა, სურსათის შეძენის პირობებში. სურსათის შესაბამისი სტანდარტებით დამუშავება და მოხმარების წესების დაცვა.
FAO-ს მიაჩნია, რომ პანდემიის პირობებში, იმისთვის რომ სურსათის მოპოვებას და დისტრიბუციას საფრთხე არ შეექმნას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, სურსათის უსაფრთხოებას, ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების კონტროლს. ამ მიმართულებით, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილება გატარდა. დაინერგა ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელიც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლისა და მათგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას უზრუნველყოფს. სისტემა, რომელიც ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ინერგება, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და იგი, ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს უწყობს ხელს.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები