პაპუაშვილის თქმით, გენდერული კვოტებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ცვლილებებზე ფიქრობენ
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გენდერულ კვოტასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზი შესაძლოა შეიცვალოს. როგორც მან დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არის წინადადება, რომლის თანახმად, თუ სიის ჩახსნის შემთხვევაში სხვა სქესის ადამიანი არ დარჩება, ის მანდატი გაუქმდეს.
"აქ იყო კითხვები და ბატონი იაგოს [ხვიჩია] გასაგონადაც ვიტყვი გენდერულ კვოტასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, იყო საკანონმდებლო ხარვეზი, რომელმაც მისცა შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში გირჩს, რომ გვერდი აევლო გენდერული კვოტისთვის და ხომ არ შეიძლება, რომ ეს ხარვეზი ამოივსოს. არის წინადადება, იმ შემთხვევაში, თუ ჩაიხსნება სია იმგვარად, რომ აღარ დარჩება სხვა სქესის ადამიანი სიაში, ის მანდატი გაუქმდეს", — განაცხადა პაპუშვილმა.
ის, ასევე, ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოში არსებულ სხვა ხარვეზზე საუბრობს.
"მეორე ხარვეზი არსებობს ამ პარლამენტში, რომელიც ორ პარტიას ეხება. ერთი აქ არის და მეორე ჯერ არ შემოსულა. როდესაც ერთი პარტიიდან მხოლოდ ერთი სქესის წევრები არიან, მაგალითად, [პარტია] მოქალაქეების შემთხვევაში და ჩვენი არსებული რეგულაციებით, თუკი ერთი სქესის წარმომადგენლები არიან შემოსული, ვთქვათ, მოქალაქეების შემთხვევაში და ერთ-ერთი გავა, იცით რომ იმავე სქესმა უნდა ჩაანაცვლოს. შესაბამისად, მოქალაქეების შემთხვევაში მათი ქალი წევრები ვერასდროს ვერ გახდებიან დეპუტატები, რამდენი დეპუტატიც არ უნდა შეიცვალოს. ესეც ხარვეზია გარკვეულწილად. ასე რომ, მეორე მოსმენაზე ამ საკითხზე უნდა ვიფიქროთ, ალბათ", — აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
დღეს პარლამენტის დეპუტატ სალომე მუჯირს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. მისი ადგილმონაცვლე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ამის გამო გირჩი გააკრიტიკა. წილოსანმა პარტიის ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას მიმართა და აღნიშნა, რომ გირჩმა ერთადერთ დეპუტატ ქალს მანდატზე უარი "ათქმევინა".
იაგო ხვიჩიამ კი უპასუხა,რომ ამით პარტიამ ამომრჩევლების ნება შეასრულა და ამაში მეგობრები დაიხმარეს, რათა "იდიოტური" რეგულირებისთვის აევლოთ გვერდი.
სალომე მუჯირი პარლამენტში გირჩის პროპორციული სიით მოხვდა. გირჩი პარტიულ სიებში გენდერულ კვოტირებას არ ეთანხმება და აცხადებდა, რომ სიაში ქალებს მხოლოდ ფორმალურად ჩასვამდა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები