გენური ინჟინერიის ახალმა ინსტრუმენტმა ჰარვარდის Wyss Institute-ის მკვლევრებს ისეთი გენური რედაქტირების საშუალება მისცა, რომლის განხორციელებაც CRISPR-ით შეუძლებელი იქნებოდა.

მკვლევრების ჯგუფმა შექმნა ის, რასაც ისინი "Retron Library Recombineering" (RLR) ტექნიკას უწოდებენ, ეს მეცნიერებს ერთდროულად მილიონობით გენეტიკური ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას მისცემს.

ეს ახალი ინსტრუმენტი, რომელიც PNAS-ის ნაშრომშია აღწერილი, იყენებს რეტრონებს, რომლებიც ბაქტერიული დნმ-ის სეგმენტებია. RLR-ის ბაქტერიულ უჯრედში ერთდროულად უამრავი მუტაციის წარმოება შეუძლია, რაც მას KRISPR-ზე უფრო სწრაფს ხდის.

საბოლოო ჯამში, ახალი მეთოდი CRISPR-ის ლიმიტებს სცდება. გარდა იმისა, რომ CRISPR-Cas9-ის მასალების მიწოდება მარტივი არ არის, გენების "მაკრატლისებურმა" ამოჭრამ ზოგჯერ შეიძლება უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს.

"RLR საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც CRISPR-ით შეუძლებელია. ეს არის უფრო მარტივი და მოქნილი გენების რედაქტირების საშუალება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი მულტიპლექსირებული ექსპერიმენტებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გამორიცხავს CRISPR-ით დაფიქსირებულ ტოქსიკურობას და გააუმჯობესებს მკვლევრების შესაძლებლობას, შეისწავლონ მუტაციები გენომის დონეზე." — ამბობს კვლევის ავტორი მაქს შუბერტი.

"RLR-ით საჭირო მუტაციების წარმოქმნა თავად უჯრედში მოხდება და მისი "შეყვანა" საჭირო აღარ იქნება. ეს ნაკლებ დაზიანებებს გამოიწვევს." — ამბობს მკვლევარი დანიელ გუდმანი.

RLR კოლი-ბაქტერიაზე გამოიცადა. კვლევის შედეგად ძალიან მალე დაფიქსირდა ის მუტაციები რაც კოლი-ბაქტერიაში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობას იწვევენ.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მეთოდის დასანერგად ჯერ კიდევ ბევრი კვლევა იქნება საჭირო.

"ამ ახალ სინთეზურ ბიოლოგიურ ინსტრუმენტს გენური ინჟინერიის საგრძნობლად წინ წაწევა შეუძლია. ეს კაცობრიობას აუცილებლად გამოადგება." — ამბობენ მკვლევრები.