10 საინტერესო ფაქტი ფილმების შესახებ, რომელიც მხოლოდ ნამდვილმა კინომანებმა იციან
ფილმების გადაღების პროცესი, მსახიობების ყოველდღიურობა, რეჟისორების განუხორციელებელი გეგმები — ბევრისთვის მომაჯადოებელი ჰოლივუდი უამრავ საინტერესო ფაქტსა თუ მოვლენას მოიცავს, რომელთა დიდი ნაწილი დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენება.
გთავაზობთ 10 დაუჯერებელ ფაქტს ჰოლივუდის ისტორიიდან, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდი:
1. პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის კამეო ფილმში Star Wars: The Last Jedi
ფილმში უილიამმა და ჰარიმ ე.წ. შტორმტრუპერების როლი შეასრულეს, თუმცა რადგანაც სხვა შტორმტრუპერებს სიმაღლით აღემატებოდნენ, საბოლოოდ სცენა ფილმიდან ამოჭრეს.
2. 10 Things I Hate About You-ს სიქველს 1 თვის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა პროექტი არ შედგა
ყველასათვის საყვარელი 10 Things I Hate About You-ის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ ფილმის რეჟისორმა მეორე ნაწილის, სახელად 10 Things I Hate About Life-ის გადაღება გადაწყვიტა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი თამაშობდა. გადაღებები 2012 წელს დაიწყო, თუმცა ვუდმა პროექტი ორსულობის გამო მიატოვა. დამატებით, ამავე პერიოდში ფილმის შექმნაში ჩართულ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ სცადეს და ფილმის ტრეილერიც კი გამოვიდა, მაგრამ საკულტო ფილმის გაგრძელებამ დღის სინათლე საბოლოოდ მაინც ვერ იხილა.
3. Trainwreck-ის გადაღებისას ნორმან ლოიდი 99 წლის იყო
კომედიური ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს 99 წლის ამერიკელი მსახიობი ნორმან ლოიდი განსახიერებს. ლოიდმა სამსახიობო კარიერა 1923 წელს დაიწყო. ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში ლოიდმა ჩარლი ჩაპლინთან, ორსონ უელსთან და ალფრედ ჰიჩჰოკთან ითანამშრომლა. ნოემბერში მსახიობს 107 წელი შეუსრულდება.
4. კევინ კოსტნერი The Bodyguard-ის ახალი ნაწილის გადაღებას პრინცესა დაიანას შესახებ აპირებდა
The Bodyguard 90-იანების საკულტო ფილმია, რომელშიც მთავარი გმირი — პირადი მცველი უიტნი ჰიუსტონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ფილმის წარმატების შემდეგ კევინ კოსტნერი ახალი ნაწილის გადაღებაზე ფიქრობდა, რომელშიც პირად მცველს ამჯერად პრინცესა დაიანა უნდა დაეცვა. კოსტნერის მიხედვით, ფილმით თავად პრინცესაც დაინტერესდა, თუმცა სცენარის დასრულებიდან მეორე დღეს პრინცესა დაიანა დაიღუპა.
5. ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა
22 წლის მსახიობი დოროთი გიბსონი ერთ-ერთი იყო იმ მგზავრთა შორის, რომლებიც ტიტანიკის ტრაგედიას გადაურჩნენ. როგორც კი დოროთი ნიუ-იორკში დაბრუნდა, Éclair Film Company-მა ტიტანიკის მოვლენების შესახებ ფილმის გადაღება შესთავაზა. დოროთი 10-წუთიანი ფილმის სცენარის ერთ-ერთი თანაავტორია. ფილმმა, სახელად Saved from the Titanic საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
6. ჯეიმს კამერონის ტიტანიკში მთავარი როლები მეთიუ მაკკონაჰსა და კლერ დეინსს უნდა შეესრულებინათ
თავდაპირველად როუზის როლი კლერ დეინსს შესთავაზეს, თუმცა მან როლზე უარი განაცხადა. როგორც თავად მოგვიანებით აღნიშნა, იცოდა, რომ ფილმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეოდა, რისთვისაც, მისი თქმით, იმ დროს მზად არ იყო. რაც შეეხება მეთიუ მაკკონაჰს, ფილმის პროდიუსერებს ჯეკის როლზე მისი დამტკიცება სურდათ, თუმცა ჯეიმს კამერონმა საბოლოოდ ლეონარდო დიკაპრიო შეარჩია.
7. შრეკი კრის ფარლის უნდა გაეხმოვანებინა, თუმცა იგი ფილმის დასრულებამდე დაიღუპა
იმ დროს, როცა ანიმაციური ფილმი თითქმის დასრულებული იყო, ფარლი მოულოდნელად, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ფილმი თავიდან გაეხმოვანებინათ და შრეკის როლისთვის მაიკ მაიერსი შეარჩიეს.
8. Furious 7-ის გადაღებისას პოლ უოკერი გარდაიცვალა, ფილმის დასასრულებლად კი შემქმნელებმა მსახიობის ძმასთან ერთად CGI გამოიყენეს
ავტოავარიაში პოლ უოკერის მოულოდნელმა გარდაცვალებამ The Fast and the Furious ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის გარეშე დატოვა. ტრაგედიის გამო გუნდმა ფილმზე მუშაობა ცოტა ხნით შეაჩერა. როდესაც დღის წესრიგში მისი დასრულება დადგა, პოლის სცენების შესაქმნელად CGI გამოიყენეს, ზოგიერთ სცენაში კი პოლის ძმა გადაიღეს. საბოლოოდ, ფილმი 1 წლის დაგვიანებით გამოვიდა, თუმცა სერიის ყველაზე წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ნაწილი აღმოჩნდა.
9. Star Wars: The Rise of Skywalker-ში ქერი ფიშერის სცენები CGI-ის დახმარებითაა შექმნილი
ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი მთავარი სახე, ქერი ფიშერი 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. იმის მაგივრად, რომ ვარსკვლავური ომების ახალი ფილმიდან ფიშერის სცენები ამოეჭრათ, რეჟისორმა ჯ.ჯ. აბრამსმა გადაწყვიტა, ახალი ფილმისთვის სცენები The Force Awakens-ში გამოუყენებელი ქერი ფიშერის ძველი კადრებითა და CGI-ის დახმარებით შეექმნა.
10. ტიმ ბარტონი Beetlejuice-ის მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავდა, რომელშიც მოქმედება ჰავაიზე განვითარდებოდა
ფილმის ახალი ნაწილის, Beetlejuice Goes Hawaiian-ის სცენარის შესაქმნელად რეჟისორმა ტიმ ბარტონმა ჯონათან გემსი დაიქირავა. ახალ ფილმში მთავარი როლები კვლავ ვაინონა რაიდერსა და მაიკლ კიტონს უნდა შეესრულებინათ, თუმცა რეჟისორმა პროექტი მიატოვა და Batman Returns-ზე მუშაობას შეუდგა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები