ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ლიმერიკის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Limerick Institute of Technology - LIT), რომელიც 1997 წელს დაარსდა არის სახელმწიფო უნივერსიტეტი ირლანდიის ქალაქ, ლიმერიკში, . უნივერსიტეტს აქვს კიდევ ოთხი კამპუსი ქვეყნის მასშტაბით: თერლესსა, ენისში, ქლეარსა და კლომნელში. უნივერსიტეტში 6,500-მდე სტუდენტი სწავლობს, რომელთაც საშუალება აქვთ ისწავლონ საბაკალავრო, სამაგისტროსა და სადოქტორო საფეხურებზე.

უნივერსიტეტის სწავლების ფილოსოფიაა აქტიური სწავლება. პირველკურსელებს ჰყავთ მენტორები, რომლებიც მათ ეხმარებიან გზის გაკვალვაში საკლასო ოთახის გარეთაც. აქტიური სწავლება უზრუნველყოფს სტუდენტებს შეძლონ თეორიული მასალის რეალურ პრაქტიკაში გადატანა.

უნივერსიტეტს აქვს 9 ძირითადი დეპარტამენტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; გამოყენებითი სოციალური მეცნიერებები; ხელოვნება და დიზაინი; ბიზნესი და ფინანსები; ელექტრო-ინჟინერია; მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაცია; ავტომობილების ინჟინერია; ტურიზმი; მდგრადი მშენებლობა..

სტუდენტებს აკადემიური ნაწილის გარდა საშუალება აქვთ იყვნენ სხვადასხვა კლუბისა და საზოგადოების წევრი, რომელიც ეხმარებათ ახალი ინტერესების აღმოჩენასა და საერთო ინტერესების მქონე სხვა სტუდენტების მოძებნაში. ეს გამოცდილება სტუდენტებს საშუალებას აძლევს განივითარონ მნიშვნელოვანი ჩვევები, როგორიცაა ლიდერობის უნარი, ორგანიზება, დროის მენეჯმენტი და სხვა.

ბაკალავრის საფეხურზე სწავლის წლიური საფასურია 10,250 ევრო, მაგისტრატურის საფასური მერყეობს 11,250-12,250 ევრომდე, ხოლო დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის წლიური ღირებულებაა 12,750 ევრო. სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის დაფინანსების მოპოვება 1,000 ევროს ოდენობით.

სტუდენტებს აქვთ საშუალება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლონ მსოფლიოს მასშტაბით ერასმუსის პროგრამის ფარგლებში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ლიმერიკის ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/