8 მითი კორონავირუსის ვაქცინაზე — პაატა იმნაძის განმარტებები
ფოტო: BBC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს განიხილავს.
ვაქცინა იწვევს უშვილობას.
იმნაძე ამბობს, რომ ეს მითი კორონავირუსის ვაქცინების შექმნამდეც არსებობდა. თუმცა:
"ეს არის აბსოლუტური ტყუილი. არავითარი კავშირი ფერტილობასა და ვაქცინაციას შორის არ არის. ეს დადასტურებულია უამრავი კვლევით ყველანაირ ვაქცინაზე. მათ შორის, კორონას ვაქცინაზე, რომელიც საერთოდ არაფერ კავშირში შეიძლება იყოს ვაქცინასთან", — აცხადებს იმნაძე.
ვაქცინა ადამიანის გენეტიკურ კოდს ცვლის.
იმნაძე განმარტავს, რომ კორონავირუსის ვაქცინები რეკომბინანტულია, ანუ გარკვეული "გენეტიკური მანიპულაციებითაა" მიღებული, თუმცა მათ არ შეუძლიათ დნმ-ს ცვლილება.
"ამისი ბიოლოგიური მექანიზმი თეორიულადაც კი არ არსებობს. ეს უბრალოდ გამორიცხულია", — ამბობს იმნაძე.
ვაქცინაში შემადგენელი ნივთიერებები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პაატა იმნაძის განმარტებით, ვაქცინაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი, შესაძლოა, მართლაც იყოს ალერგიული რეაქციის გამომწვევი, მაგრამ, ის აზუსტებს, რომ იგივე ნივთიერებები, შესაძლოა, გამოყენებული იყოს კვების მრეწველობაშიც.
"შემიძლია ვთქვათ, რომ ნაყინშიც შედის ის ნივთიერებები, მაგრამ, ნაყინს, ალბათ, ყველა მიირთმევს და არ ეშინია, რომ ნაყინი მას რამე საშინელებას დამართებს [...] არაფერი საშიში არ არის ამ ნივთიერებებში, თუმცა, ეს ის ნივთიერებებია, რომელზეც ვიღაცას, ძალიან იშვიათად, უკიდურესად იშვიათად შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს.
შეიძლება დაინფიცირება ვაქცინაციის შემდეგ.
პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ დავირუსების შანსი კვლავ არსებობს, თუმცა იგი გვიცავს გართულებებისგან.
"ვაქცინაცია 100%-ით იცავს სიკვდილისაგან და მძიმე გართულებებისაგან, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან", — ამბობს იმნაძე.
ვაქცინა იწვევს კორონავირუსით დაინფიცირებას.
პაატა იმნაძის განცხადებით, არსებობს ვაქცინების სამი ტიპი: ცოცხალი, მკვდარი და რეკომბინანტული, ანუ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული. მისი თქმით, ცოცხალმა ვაქცინამ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება "რაღაც დაავადების მსგავსი" გამოიწვიოს.
"კორონას შემთხვევაში ორი ტიპის არის ვაქცინები. ან არის ეს დახოცილი ვაქცინები, როგორიც არის იგივე ჩინური Sinopharm ან Sinovac, კიდევ სხვა ვაქცინებიც არსებობს, ან ის ვაქცინები, რომლებიც ახლა უფრო გამოიყენება, ეს არის AstraZeneca-ს, Pfizer-ის ტიპის ვაქცინები, რომლებიც არაფერს, ვირუსის შემადგენელს არ შეიცავენ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ გამორიცხულია, რომ ამ ვაქცინებმა გამოიწვიონ კორონავირუსი.
რა აზრი აქვს აცრას, თუ არ ვიცით რამდენ ხანს გვექნება იმუნიტეტი?!
იმნაძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინაზე კვლევების დაწყებისა და მისი შექმნის შემდეგ საკმარისი დრო არაა გასული იმისთვის, რომ იმუნიტეტის ზუსტი დრო განვსაზღვროთ.
"ჯერჯერობით, ფაქტი ის არის, რომ რაც დღეს დრო არის გასული, ვაქცინა ნამდვილად იცავს მინიმუმ ექვსი თვე და ცოტა მეტი", —ამბობს იმნაძე.
ვაქცინაციამდე სავალდებულოა გამოკვლევების ჩატარება.
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებამდე რამენაირი გამოკვლევის ჩატარების რეკომენდაცია არ არსებობს არცერთ ქვეყანაში.
"ძალიან დიდი ბოდიში ჩემს იმ კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებენ, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ ადამიანებს ფული დაახარჯინონ ანალიზების კეთებაში [...] კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინის წინ საჭირო არ არის. იმიტომ, რომ ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს საჭიროა და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი", — ამბობს იმნაძე.
ვაქცინაციის შემდეგ პირბადის ტარება საჭირო აღარ იქნება.
პაატა იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ მან AstraZeneca-ს პირველი დოზა გაიკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს, პირბადეს მაინც ატარებს.
"ის, რომ ეს ინფექცია მე არ მომკლავს, იმას არ ნიშნავს, რომ მე არ დამემართება — ეს შეიძლება იშვიათად, მაგრამ, მოხდეს — და მე არ ვიყო ვირუსის გამავრცელებელი", — ამბობს იმნაძე.
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სანამ მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, პირბადის ტარება კვლავ საჭირო იქნება.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები