ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

Université Catholique de l'Ouest (UCO) დაარსდა 1875 წელს, როგორც არაკომერციული, კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ანჟეში. უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე კამპუსი მსოფლიოს მასშტაბით: საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, კანადასა და აღმოსავლეთ აფრიკაში.

UCO სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს მრავალი მიმართულებით, ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესი მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. უნივერსიტეტს აქვს მისაღები გამოცდები და ამასთან ერთად ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აკადემიურ მოსწრებას სტუდენტების წინა აკადემიური ინსტიტუტებიდან.

უნივერსიტეტის სხვადასხვა კამპუსში ერთად 12100-მდე სტუდენტია, რომელთაც შეუძლიათ 100-ზე მეტი კურსის სწავლა, ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. სწავლების მიმართულებებია: სამართალი, ეკონომიკა, მენეჯმენტი, ჰუმანიტარული მეცნიერებები, საზოგადოებრივი მეცნიერები, თეოლოგია და რელიგიის მეცნიერებები.

უნივერსიტეტს ჰყავს 180-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ ერთი ან ორი სემესტრით. UCO-ში სწავლა მიმდინარეობს ფრანგულ ენაზე. უნივერსიტეტს აქვს მხოლოდ ორი ინგლისურენოვანი პროგრამა მაგისტრატურის დონეზე:

  • MBA in Global & Sustainable Management
  • International Master in Environmental Management

სწავლის საფასური:

  • ბაკალავრიატი — 6580 ევრო წელიწადში
  • მაგისტრატურა — 7580 ევრო წელიწადში

იმისთვის, რომ პირადად შეხვდეთ UCO-ს წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე, გადადით აქ.