Nasa კოსმოსური რეალითი შოუს გადაღებით დაინტერესდა. რეალითი შოუ სახელწოდებით "Space Hero", იქნება პირველი, რომელიც კონკურსანტებს კოსმოსში გასაშვებად გამოავლენს. ამისთვის Nasa "Space Hero"-სთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

რეალითი შოუ კონკურსისთვის 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს იწვევს. პირველი ფრენები კი, 2023 წლისთვის არის ჩანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, რეალითი შოუ 24/7-ზე ინტერაქტიული ლაივსტრიმით იქნება.

ამ ამბიციური გეგმის მიუხედავად, სხვა კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

"ჩვენ სრული თანასწორობა გვსურს. გენდერი დაბრკოლება არ უნდა იყოს. მოვუწოდებთ ქალებსა და მამაკაცებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემოიტანონ განაცხადი და გახდნენ კოსმოსური გმირები. კონკურსი ყველასთვის სახალისო და უსაფრთხო იქნება." — ამის შესახებ Space Hero-ს თანადამფუძნებელმა, დებორა სასმა განაცხადა.