მარტის დასაწყისში, ლუდვიგ აჰგრენმა საკუთარ Twitch-ის არხზე ლაივი ჩართო და მნახველებს დაპირდა, რომ ყოველ ახალ გამომწერზე სთრიმი 10 წამით გახანგრძლივდებოდა. 31 დღის განმავლობაში გამომწერთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუდვიგს სთრიმი, ამ დროის განმავლობაში, შეუჩერებლად ქონდა ჩართული.

კრეატიული იდეისა და სამაგალითო მოთმინების გაერთიანებით ლუდვიგმა Twitch-ის ყველა დროის რეკორდი მოხსხნა და 274 000 აქტიურ გამომწერზე ავიდა, რითიც შეძლო და "Ninja"-ს რეკორდი გააუმჯობესა, რომლის სთრიმსაც 2018 წელს 269 154 აქტიური გამომწერი ჰყავდა.

სთრიმი თბილისის დროით 11 საათზე, დღეს დაასრულდა და ლუდვიგის თქმით, დღეს შესული თანხა მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების ცხოველთა დაცვის გაერთიანებასა და St. Jude-ის ბავშვთა კვლევით ჰოსპიტალს გადაერიცხება.