შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, იგი 1981 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.