შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ. დააკავეს.

"სართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 9 ნატეხი და ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.უ. და ა.უ. ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდნენ," - აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფის მიერ უკანონო შეძენა/შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.