ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-სა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ტურიზმი, ბიზნესი ან ივენთ მენეჯმენტი. ჩამოთვლილ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომელიც თანხვედრაშია თანამედროვე ტენდენციებთან. ტიო მდებარეობს ჰოლანდიაში. მას გააჩნია რამდენიმე კამპუსი სხვადასხვა ქალაქში: უტრეხტში, ამსტერდამში, ეინდჰოვენში, ჰენგელოსა და როტერდამში. ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ უტრეხტისა და ამსტერდამის კამპუსებზე ისწავლება.

ტიო გასცემს ბაკალავრის დიპლომს სამი მიმართულებით: სასტუმროსა და ივენთების მართვა, საერთაშორისო ტურიზმი და საერთაშორისო ბიზნესი. უნივერსიტეტში მიმდინარეობს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ანუ სტუდენტები სწავლობენ კეთებით და აკადემიური პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასწავლო ჯგუფები არის მცირე ზომის, რაც ნიშნავს ინდივიდუალურ ყურადღებასა და სტუდენტების საჭიროებების გათვალისწინებას.

სწავლის წლიური გადასახადი ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურზე შეადგენს 20 495 ევროს. ხოლო მათთვის, ვისაც სასწავლო ვიზა სჭირდება, ევროკავშირის ტერიტორიაზე განსაზღვრულია დამატებითი საფასურის გადახდა 11 055 ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხა ემატება პირველი წლის გადასახადს და მოიცავს საერთო საცხოვრებლის ხარჯსაც. მეორე კურსიდან სტუდენტებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ, იცხოვრებენ საერთო საცხოვრებელში თუ დამოუკიდებლად.

ტიო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსებაც მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით. დაფინანსება დამოკიდებულია მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე და იგი სტუდენტმა ყოველწლიურად უნდა მოიპოვოს. წარმატებული აკადემიური მოსწრების შემთხვევაში სტუდენტს, აკადემიური წლის განმავლობაში, შეუძლია მიიღოს ორი სახის დაფინანსება 10 200 EUR და 5 100 EUR.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შეუერთდით აქ.