ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია, ნაცაქტივისტებს პოზნერი არ ადარდებთ — მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გამო ჩატარებულ აქციას "პატრიოტიზმით შეფუთულ სამარცხვინო ისტერიას უწოდებს".
"ეს ყველაფერი არის ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ და არ ადარდებთ, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო. მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა", — აცხადებს მდინარაძე.
როგორც მდინარაძე ამბობს, პოზნერის მხრიდან კანონის დარღვევა ქართული ოცნებისთვისაც მიუღებელი იყო, თუმცა ოპოზიციის წევრები მის განდევნას მისი წარმომადვლობის და მიუღებელი გამონათქვამების გამო ცდილობდნენ.
მდინარაძე ამბობს, რომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის არშემოშვებაზე, თუმცა მანამდე ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის შემოშვებაზეც უნდა ვიმსჯელოთ. უმრავლესობის ლიდერმა, კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი ჩამოთვალა, რომლებიც ქართული ოცნებისთვის მიუღებელია.
"უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი, ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის, პროტესტანტი გიორგი კანდელაკი და ასე შემდეგ, ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს ოპოზიციამ მთავარ სპიკერად ამ საკითხზე გიორგი კანდელაკი აირჩია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ თითქოს, ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ეს ხდებოდა აგვისტოს ომიდან ორ თვეში.
დასაფიქრებელია, ასევე, რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა ნაცმოძრაობის სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა ნაცმოძრაობის საარჩევნო კამპანია; უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის. ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება კაკებეს სამჭედლოში გამოზრდილ, ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის; ვიმსჯელოთ მაშინ, რა ვუქნათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისვე თქმით, ფსბ-ს რევოლუციის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს; უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერს, გიგა მაქარაშვილს. და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი, ახალგორის და კოდორის რუსეთვისთვის გადამფორმებელი პოლიტიკური ძალა უნდა არსებობდეს თუ არა ამ ქვეყანაში. და თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ყველანი ერთად, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი", — განაცხადა მდინარაძემ.
პოზნერმა ქვეყანა 1-ლ აპრილს, გამთენიისას დატოვა. ის დაგეგმილზე უფრო ადრე გაფრინდა. პოზნერის თქმით, დაბადების დღის აღსანიშნად, მეგობრებთან ერთად საქართველოში დარჩენას სამი დღით აპირებდა, თუმცა მისი გეგმები საპროტესტო ტალღამ შეცვალა.
რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი
რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.
ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია სამარცხვინოდ აფასებს. პოზნერის ვიზიტს შემაშფოთებელი უწოდა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ. ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კი ამბობს, რომ პოზნერის ჩამოსვლა "სამწუხარო-სიმბოლური" რეალობის ასახვაა.
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
-
რა ვიცით აშშ-ის ახალ საბრძოლო დრონებზე, რომლებსაც ირანის წინააღმდეგ იყენებენ რა ვიცით აშშ-ის ახალ საბრძოლო დრონებზე, რომლებსაც ირანის წინააღმდეგ იყენებენ
გადახედვა
-
პროკურატურამ 8 სექტემბერს, კალაძის შტაბთან "პუბლიკას" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ 8 სექტემბერს, კალაძის შტაბთან "პუბლიკას" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ომი "მანქანური სისწრაფით": როგორ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ირანზე თავდასხმისას ომი "მანქანური სისწრაფით": როგორ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ირანზე თავდასხმისას
გადახედვა
-
200 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა 200 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: "ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ" ილჰამ ალიევი: "ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს
-
ირანის საგარეო: "ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან აქტიურად ჩვენი მოწინააღმდეგეები" ირანის საგარეო: "ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან აქტიურად ჩვენი მოწინააღმდეგეები"
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. სადაა მშვიდობის მქადაგებელი ქოცრეჟიმი? ნიკა გვარამია: ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. სადაა მშვიდობის მქადაგებელი ქოცრეჟიმი?
გადახედვა
-
შეიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
5 გზა, თუ როგორ იცავს ირანი ბალისტიკური რაკეტების არსენალს 5 გზა, თუ როგორ იცავს ირანი ბალისტიკური რაკეტების არსენალს
გადახედვა
-
საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები — მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები — მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში
-
მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
გადახედვა
-
ისტერიის დიაგნოზი — როგორ ატყვევებდა მიზოგინიური მედიცინა ქალის სხეულს საუკუნეების განმავლობაში ისტერიის დიაგნოზი — როგორ ატყვევებდა მიზოგინიური მედიცინა ქალის სხეულს საუკუნეების განმავლობაში
გადახედვა
-
11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება 11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება
გადახედვა
-
PHR: თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა PHR: თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა
გადახედვა
-
რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც ასე ძალიან გგავს — ჰარი სტაილსი ლიამ პეინზე რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც ასე ძალიან გგავს — ჰარი სტაილსი ლიამ პეინზე
გადახედვა
-
ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
გადახედვა
- "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა
-
იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში
-
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები