ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-სა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 27 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან.

ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ფოტო: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი

ესექსის უნივერსიტეტი გახლავთ სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ინგლისის ერთ-ერთი უძველეს ქალაქ კოლჩესტერში, ესექსში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისი). უნივერსიტეტი 1963 წელს დაარსდა და პირველი სტუდენტები დაარსებიდან მეორე წელს მიიღო. არსებობის მანძილზე უნივერსიტეტი დაამთავრა 100 000 მეტმა სტუდენტზე 40 სხვადასხვა ქვეყნიდან.

ესექსის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს 53 სხვადასხვა მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსები და აღრიცხვა, სამსახიობო ფაკულტეტი და სცენის მენეჯმენტი, კრიმინოლოგია, გენეტიკა, ტურიზმი და ღონისძიებების მენეჯმენტი, სამართალი და სხვა.

ესექსში ასევე შეგიძლიათ გაიაროთ კომბინირებული საბაკალავრო და სამაგისტრო კურსი. მის ფარგლებში სტუდენტი სწავლობს 3 წელი ბაკალავრიატზე, ხოლო 1 წელი მაგისტრატურაზე და უნივერსიტეტის დამთავრებისას იღებს ორივე ხარისხს.

ესექსის უნივერსიტეტში შესაძლებელია მიიღოთ მაგისტრის ხარისხი თითქმის ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ისწავლება საბაკალავრო დონეზე. გამონაკლისია ტურიზმის მართვა. უნივერსიტეტში ასევე ისწავლება 68 კურსი სრულიად დისტანციურად.

საბაკალავრო პროგრამის წლიური საფასური £16,050 დან £18,730 - მდე მერყეობს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ესექსის უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს: https://leafonlinefair.com/