რიკი და მორტის ერთგული ფანებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს: ანიმაციური სერიალის ნანატრი მეხუთე სეზონის ტრეილერი აქაა! მეხუთე სეზონის პრემიერა 20 ივნისს შედგება.

რიკი და მორტის შემქმნელმა კომპანიამ, Adult Swim-მა განაცხადა, რომ მეხუთე სეზონის პრემიერის აღსანიშნავად, 20 ივნისი რიკი და მორტის დღედ გამოცხადდება. ამ დღეს გულშემატკივრებს კადრს მიღმა სცენების ნახვის გარდა, კომპანია კიდევ უამრავ განსაკუთრებულ სიურპრიზს ჰპირდება.

რიკი და მორტი ექსცენტრიკული მეცნიერისა და მისი შვილიშვილის საოცარი თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. ანიმაციური სერიალი მაყურებლებმა პირველად 2013 წელს იხილეს, თუმცა ის პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის ერთ-ერთმა სცენარისტმა, ალექს რუბენსმა თებერვალში ტვიტერზე დაადასტურა, რომ რიკი და მორტის მეშვიდე სეზონის სცენარის წერა უკვე დაწყებული აქვს. ეს კი იმის ნიშანია, რომ ჩვენი საყვარელი სერიალი კიდევ დიდხანს გაგვამხიარულებს.

ამავე თემაზე: