ვარაუდობენ, რომ "ოქროსთავიანი" შავი ხვრელი აღმოაჩინეს და ის სამყაროზე ჩვენს წარმოდგენებს შეცვლის
ათწლეულების მანძილზე მეცნიერები ეძებდნენ "ოქროსთავიანი" შავი ხვრელების არსებობის მაგალითს. ეს ობიექტები მასით დაბალი მასის მქონე შავ ხრელებსა და ზემასიურ შავ ხვრელებს შორის დგანან.
არსებული თეორიის მიხედვით, სამყაროში "ოქროსთავიანი" შავი ხვრელები საკმაოდ გავრცელებულია — ისინი თავიდან დაბალი მასის შავ ხვრელებად ყალიბდებიან, შემდეგ კი ზემასიურ ხვერელბად იქცევიან. ამ ობიექტების შესწავლა და დაახლოებით მათი რაოდენობის დადგენა მეცნიერებს იმის გარკვევაში დაეხმარება, თუ როგორ ფორმირდებიან და ვითარდებიან შავი ხვრელები დროთა განმავლობაში.
თუმცა, მათი პოვნა რთულ საქმეს წარმოადგენს, რადგან შავი ხვრელების აღმოჩენის ზოგიერთი მეთოდისთვის ისინი ზედმეტად მასიურები არიან, სხვა მეთოდებისთვის კი — ზედმეტად მცირე ზომისანი. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგადად, მათი არსებობის შესახებ ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს და არც ისინია ბოლომდე დადასტურებული.
თეორია "ოქროსთავიანი" შავი ხვრელების შესახებ კი გვთავაზობს, რომ ამ ობიექტების რაოდენობა მთელ სამყაროში ძალიან დიდია. მკვლევრების შეფასებით, მხოლოდ ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკის მახლობლად, დაახლოებით, 46 000 მათგანი არსებობს.
ახალ მოხსენებაში, რომელიც ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, ავტორები ამბობენ, რომ მათ სწორედ შუალედური მასის მქონე "ოქროსთავიანი" შავი ხვრელის არსებობის მტკიცებულება აქვთ, რომელიც ადრეული კოსმოსის შესწავლის შედეგად მოიპოვეს.
ეს მტკიცებულება დედამიწამდე სინათლის სახით მოვიდა, რომელიც აფეთქების შედეგად გარმუდდა და შეიცვალა მიმართულება. აფეთქება კი ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც სამყარო სულ ახალგაზრდა იყო. მეცნიერბმა ვარსკვლავების კოლაფსითა თუ შეერთებით გამოწვეული ათასობით ასეთი აფეთქება შეისწავლეს იმ იმედით, რომ მათი საშუალებით ადრეული სამყაროს შესახებ მოიპოვებდნენ გარკვეყლ ინფორმაციას.
აფეთქებების შესასწავლად მათ გრავიტაციული ლინზირების მეთოდს მიმართეს. ეს მეთოდი კოსმოსურ ობიექტებს დასაკვირვებელ ინსტრუმენტებად იყენებს — გრავიტაციული ლინზირება მაშინ ხდება, როდესაც დამკვირვებელსა და აფეთქებას შორის მძრავი ობიექტი აფეთქებიდან წამოსულ სინათლეს გაამრუდებს და ლინზის მსგავსად, მას ერთ წერტილში, დამკვირვებლისკენ მიმართავს.
კომენტარები