დამისახელეთ ჩემი ან ჩუბინიძის მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტი — ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დანაშაული არ მომხდარა და დაზარალებული არ არსებობს.
"დამისახელეთ, ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის, ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან თუ ოდესმე ვინმეს რაიმე გსმენიათ, ან ფაქტი იცით, გთხოვთ, რომ დამისახელოთ. მეორე — მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ანზორმა გააკეთა ამაზე ვრცელი კომენტარი და განმარტა თუ რასთან იყო საქმე, მოხდა უბრალოდ გასაუბრება მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ იმიტომ, რომ მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ემუქრებოდა ლიკვიდაციით ბერა ივანიშვილს, იყო უამრავი მუქარა და შეურაცხმყოფელი მუქარები. აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორც იმ დროს ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია პოლიციის ჩართულობით, მე მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს, აქედან გამომდინარე ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.
სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.
გაიგეთ მეტი:
- ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ირაკლის ვეძახი "ანტონიის" — ბერა ივანიშვილი
- ბერა: დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ — მათ დედის სიყვარული არ იციან
- არც კი დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ეს ჩანაწერი, არ იყო, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს — ბერა
- როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი ამიკო, როცა ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე და რეაგირებს — ბერა
- რას პასუხობს ბერა ივანიშვილი კითხვას, როდინდელია ჩანაწერები
- ბერას თქმით, 2011-ში მისი ფანების მშობლებმა ბულინგზე აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა"
- თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ დღესაც — ბერა ივანიშვილი
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები