მარსი დედამიწისკენ მტვრის ქარიშხლებს გზავნის — NASA ახალ აღმოჩენას ვიდეოთი გვიხსნის
NASA-ს ხომალდმა Juno შემთხვევით უცნაური ფენომენი აღმოაჩინა, მაშინ, როცა იუპიტერის შორიახლო დაფრინავდა. ეს იყო სწრაფად მოძრავი მტვრის ღრუბლები, რომელიც მარსიდან მოდიოდა და მთელ მზის სისტემას ედებოდა. მათ შორის კი, რა თქმა უნდა, დედამიწასაც.
NASA-ს მეცნიერებმა, პრეს-რელიზის მიხედვით, თავდაპირველად ეს გამოსახულებები საწვავის კვალს დაუკავშირეს, რომელიც Juno-ს კამერების ფუნქციონირებას უშლიდა ხელს. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ეს ნაკვალევი Juno-ს მოძრაობის შედეგად იყო დატოვებული, მარსის მტვერში. იმის გარდა, რომ ეს ინტერპლანეტარული აგრესიის უცნაური შემთხვევაა, ეს საკმაოდ სახიფათო მოვლენააცაა. მისი შესწავლა კი ადამიანს კოსმოსში გადაადგილების მეტად უსაფრთხო გზების პოვნაში დაეხმარება.
მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ მტვრის ღრუბლები ჩვენი მზის გარშემო ბრუნავდა, თუმცა ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამ მტვრის წყარო შორეული ასტეროიდები ან კომეტები იყვნენ, რომლებმაც მზის სისტემაში გაიარეს. თუმცა, NASA-ს კვლევა, რომელიც ორი დღის წინ, ჟურნალ The Journal of Geophysical Research: Planets-ში გამოქვეყნდა ცხადყოფს, ამ მტვრის ღრუბლების სამშობლო მარსია. ამისათვის მათ Juno-ს კამერით იკვლიეს მტვრის განაწილება და ტრაექტორია. მეტიც, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარსისგან იმდენი მტვერი მოდის, რომ ის დედამიწის ატმოსფერომდეც აღწევს.
ახალ აღმოჩენას NASA ვიდეოთიც გვიხსნის:
კომენტარები