საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა — გაეროს კვლევა
ფოტო: Shutterstock
გაეროს კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. ასევე, გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ზრდის ნიშნებიც. პანდემიამ განსხვავებული გავლენა მოახდინა სხვდასხვა სქესის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებზე. გარდა ამისა, მისი შედეგების სიმძაფრე, ასევე, განსხვავდება ქვეყნის რეგიონების მიხედვით.
ამ მრავალმხრივი ზემოქმედების ანალიზი წარმოდგენილია კომპლექსურ კვლევაში "საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება", რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით განახორციელა.
"საქართველო ცდილობს გამოვიდეს კრიზისიდან და შეუდგეს უფრო მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ყველა ასპექტის შესწავლა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა მოახდინა ამ გლობალურმა და ეროვნულმა კრიზისმა თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე", — განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა.
"პანდემიამ განაპირობა საგანგებო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, როგორც პოლიტიკაში, ასევე საჯარო და ბიზნეს სექტორებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები ყველას თანაბრად ეხება, მათი ავტორები ხშირ შემთხვევაში კაცები არიან. პანდემიაზე რეაგირების მიზანია კრიზისიდან გამოვიდეთ და უკეთესი სამყარო ავაშენოთ. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა და პოლიტიკური მონაწილეობა სრულად იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში", — აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ თიდესტრომმა.
პანდემიის გენდერული შეფასება გაეროს სამი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით განხორციელდა. საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა ორგანიზაციამ „CRRC საქართველო“ 2020 წლის ოქტომბერში, ხოლო მისი შედეგები შედარებულია გასული წლის მაისში ჩატარებული მსგავსი კვლევის მიგნებებთან.
საქართველოში გაეროს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ კვლევის მიზანია პანდემიის გრძელვადიანი შედეგებისა და ზემოქმედების გაცნობიერება და ყველა საპასუხო ქმედებაში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება.
2020 წლის მაისსა და ოქტომბერში ჩატარებული კვლევები პანდემიის მიმდინარეობის ორ სრულიად განსხვავებულ ეტაპს ასახავს. პირველი კვლევა ჩატარდა მკაცრი ლოქდაუნის ფონზე, როდესაც გადაადგილება და კომერციული საქმიანობა რეგულაციებით იყო შეზღუდული, ხოლო კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ერთეულებს ითვლიდა. ამისგან განსხვავებით, ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა რეგულაციების ძირითადი ნაწილის გაუქმებასა და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას დაემთხვა.
კვლევის მიხედვით, ორივე შემთხვევაში გამოვლინდა, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ოქტომბერში გამოკითხულთა 17%-მა (დასაქმებული ქალების 20%-მა და დასაქმებული კაცების 15%-მა) განაცხადა, რომ დაკარგა სამუშაო, ხოლო 43%-მა (კაცების 49%-მა და ქალების 39%-მა) აღნიშნა, რომ მათი შემოსავალი შემცირდა.
"ეს მონაცემები თავისთავად საგანგაშოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაისის მდგომარეობასთან შედარებით, ოქტომბერში გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნეოდა. მაისში, გამოკითხულთა 32% აცხადებდა, რომ დაკარგა სამსახური, ხოლო შემოსავლების შემცირებას მოსახლეობის 82% აღნიშნავდა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვის ალბათობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა შემთხვევაში სამჯერ უფრო მაღალია.
პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების საპასუხოდ, საქართველოს მოსახლეობამ მყისიერ ზომებს მიმართა. გამოკითხულთა 41%-მა განაცხადა, რომ ოჯახის ფულადი დანაზოგი შემცირებული შემოსავლების შესავსებად დახარჯა, 33-მა ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯები შეამცირა, 19%-მა აიღო საბანკო სესხი, 15%-მა შეამცირა ხარჯები განათლებაზე, ხოლო 7%-მა პირადი საკუთრების გაყიდვა დაიწყო.
ოქტომბერში, გამოკითხულთა 42%-მა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება მიიღო, რაც მაისთან შედარებით, 35%-ით მეტია. 13%-მა ასევე თქვა, რომ სხვადასხვა სახის არაფულადი დახმარებაც მიიღო.
"კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პანდემია მძიმედ აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. თუმცა, გამოჩნდა ისიც, რომ ეს წნეხი ყველასთვის ერთნაირი არ იყო. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსვლაში, დავიცვათ, როგორც ადამიანის სიცოცხლე, ისე შემოსავლის წყარო, და პასუხი გავცეთ საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას, რომელიც გამოვლინდა ან გაღრმავდა პანდემიის შედეგად", — განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
გაეროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმების მხრივ, ქალები არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, ქალთა დაახლოებით ნახევარი ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად ითვლებოდა, არც დასაქმებული იყო და არც სამსახურს ეძებდა. კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა.
ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არაანაზღაურებადი ოჯახური შრომა დასახელდა, რომელსაც საქართველოში ძირითადად ქალები ეწევიან.
პანდემიის დროს, კაცებმაც და ქალებმაც აღნიშნეს, რომ მეტ დროს ოჯახურ საქმიანობასა და ბავშვების მოვლას მეტს დროს უთმობდნენ, თუმცა ამ მხრივ იმთავითვე არსებულმა გენდერულმა უთანასწორობამ აქაც იჩინა თავი. ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს, კაცების 47%-მა განაცხადა, რომ არასდროს დაულაგებია სახლი, 43%-მა თქვა, რომ არასდროს გაუკეთებია საჭმელი, ხოლო 33%-მა დაადასტურა, რომ ბავშვებისთვის არასდროს მოუვლია. საოჯახო საქმის ასეთმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადასვლის შემდეგ.
ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება პანდემიის კიდევ ერთი მტკივნეული შედეგია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, ხოლო გენდერული განსხვავება აქაც საკმაოდ მაღალია — ქალების 57% და კაცების 40%.
"სამწუხაროდ, პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ქალთა მდგომარეობა საქართველოში. სკოლების დახურვამ და ოჯახური საქმიანობის არაპროპორციულმა განაწილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად ცდილობდნენ შემოსავლების შევსებას ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯების შემცირებით. ამის გათვალისწინებით, ქალთა ხელშეწყობა კრიზისული ვითარების დროს დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს", — განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
გაეროს კვლევამ ასევე შეისწავლა, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის ზრდის შესახებ. გამოკითხულთა 20%-მა (ქალების 23%-მა და კაცების 17-%მა) დაადასტურა, რომ თავად განუცდია ან სმენია ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების თაობაზე. თუმცა, ექსპერტების აზრით, როგორც პანდემიის დაწყებამდე, ისე პანდემიის დროს, საზოგადოებაში არსებული სოციალური სტიგმა ქალთა მიმართ ძალადობაზე ღიად საუბრის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მხრივ არსებულ სერვისებზე. ქალთა 40%-მა იცის ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურებაზე, მაგრამ სამი ქალიდან მხოლოდ ერთს სმენია თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ. მათივე თქმით, კაცების შემთხვევაში, ცნობიერება კიდევ უფრო დაბალია. ოჯახური ძალადობის მხრივ არსებულ სერვისებზე ცოტა რამ იციან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ადამიანებმა უმაღლესი განათლების გარეშე.
"ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ჩრდილოვანი პანდემიაა. მასზე დაუყოვნებელი რეაგირება გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ქმედებაში, რომელიც მიმართულია COVID-19-ისა და მისი შედეგების დაძლევაზე", — აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა.
გაეროს კვლევა საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება განხორცილდა შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში და ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ახორციელებს.
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
-
Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს
გადახედვა
კომენტარები