Marshall-მა სრულად უსადენო ყურსასმენების სამყაროში შეაბიჯა.

ახალ მოდელს Mode II ჰქვია. მის შემადგენლობაში შედის რეგულირებადი ყურის ბალიშები და სენსორული კონტროლი. ყურსასმენი წყალგაუმტარია და ამის დასადასტურებლად IPX4 სერთიფიკატიც მიიღო. Mode II-ს შესანიშნავი კავშირი უნდა ქონდეს ნებისმიერ მოწყობილობასთან, ამას კი Bluetooth 5.1 უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ხმას, ახალ მარშალებს 6 მილიმეტრიანი დინამიური დრაივერები აქვს, რეგულირებადი ექვალაიზერით. აქვეა მიკროფონიც ზარებისა და ასისტენტის საკონტროლებლად. ერთადერთ მინუსად შეგვიძლია აქტიური ხმის ჩახშობის არ ქონა ჩავთვალოთ.

Marshall-ის ყურსასმენებს, როგორც წესი, ელემენტის გამძლეობის პრობლემა არასდროს აქვთ, თუმცა Mode II სხვა უსადენო ყურსასმენებს გავს და მათ შემთხვევაშიც, ერთი დატენვით 5 საათი შევძლებთ მუსიკის მოსმენას. ყუთის მეშვეობით ყურსასმენის დატენვა ოთხჯერ იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოსმენას ჯამში 25 საათი შევძლებთ

ლედ ინდიკატორების მეშვეობით ქეისის ელემენტის კონტროლსაც შევძლებთ. მისი დატენვა უსადენოდაც შეგვეძლება და UCB-C-ს დახმარებითაც.

Marshall Mode II-ის წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია და მათი ფასი 179 დოლარს შეადგენს.