"აუ, იკა, მაგარია ისე, დედა რო მო***ნათ, ჰა?" — რა გავიგეთ TV პირველის ფარული ჩანაწერებიდან
6 მარტს TV პირველმა ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლებზეც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიო კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა და მათთვის უცნობია, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი ისინი. ჩანაწერებს ეთერში გასვლამდე, პრომოს დადების შემდეგ, გამოეხმაურენ ქართულ ოცნებაში და განაცხადეს, რომ ეს 2010 წლის ჩანაწერია და დამონტაჟებულია.
ჩანაწერებში საუბარია პირებზე, რომელთა დასჯასაც, სავარაუდოდ, ბერა ითხოვს მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ავალებს ანზორ ჩუბინიძეს, რომ იმ ადამიანებს ბოდიში მოახდევინოს. საუბარია ბიზიკურ ანგარიშსწორებაზეც.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ბატონო ანზორ, გცალიათ 2 წუთით?
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: კი, კი, მცალია. გისმენ.
სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი: დღეს რა გეგმაა "იტოკში" იმ ლადოზე, თუ ვიღაცაზე. მაგასაც დედა უნდა მოეტ**ას ხო წესით.
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: [იცინის] კი, ბატონო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მომისმინე და ისა, დღეს იმ *** მამამისმა გაიგო თუ არა, თუ ვიკიდებთ.
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: მოდი, ის გადავწყვიტოთ ჯერ, გვინდა თუ არა ფეისბუქით ბოდიში მოგიხადოს და მერე მაგას რა უნდა, მამამისის იმას
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: გვინდა, რომ მოგვიხადოს
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: ტელეფონი მაქვს გადავურეკავ, შევეკითხები და ვეტყვი
ჩანაწერი ასე გრძელდება:
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: გვინდა, რომ მოგვიხადოს და გვაწყობს ამ შემთხვევაში მამა თუ არ გვაწყობს?
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: რა? მამა?
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ანუ, მოხდა გვინდა, ბოდიშის მოხდა და
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: სახლში უნდა მივიდე ისე და ყველა ვარიანტში მაინც, ალბათ, ახლა მაინც დამხვდება. გვიან მივალ და
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ცვეტში ხო?
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: ხო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშილი: აუ, დანძ**ული აქვს მაგას მაშინ, ჰა?
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: ნუ მემგონი, ყველაზე მთავარი გუშინ იყო, რაც საჭირო იყო, მოხდა
ტელევიზიის მომდევნო ჩანაწერში, სავარაუდოდ, ჩუბინიძისა და ღარიბაშვილის საუბარი ისმის, რომელშიც ჩუბინიძე ამოწმებს ღარიბაშვილთან, იცის თუ არა, ვის გაფრთხილებაზეა საუბარი და განიხილავს, რამდენად ღირს ამის გაკეთება.
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: ლადო ***-სთან ვაპირებთ ასვლას. ხოდა, ისე არ გამომივიდეს ახლა ეს ისა, ვერ იხსნებს ვერავინ, მარტო ბერა იძახის ნაღდი იყო, მაგინებდაო. ესე ტყუილად არ მივაკაჩავოთ-მეთქი, მართლა ამას ვფიქრობ და შენ რას ფიქრობ, გახსოვს რამე?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მეც მითხრა ეგ გვარი და მე ვუთხარი არ მახსოვს ეგ გვარი-მეთქი, ლადო ვიღაცაზე კი მახსოვს მარა... მე ვუთხარი ვიღაცა ტყუილად არა ცემოს-მეთქი და არა, არაო, მე მახსოვსო და არ ვიცი რა.
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: ახლა რომ ავიდე და საწყალმა ხელები გაშალოს ტყუილად.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ხო უხერხულია, პროსტა უხერხულია.
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: ავალთ მაინც, ახლა ძაან მონდონებულია და ავალთ და ისე მაინც ვეტყვი, შენი იქედან შემოსულია-მეთქი ლანძღვა და მეორედ გააკონტროლე-მეთქი შენი ფეისბუქი თქო, თორე ვიღაცას მოატყდება-მეთქი, მაშინ ეგრე მაინც ვეტყვი.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის] მოკლედ, სადამსჯელო ოპერაციაზე ხარ, რა. მორიგ სადამსჯელო ოპერაციაზე.
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: [იცინის] კარგი.
ტელევიზიის მომდევნო ჩანაწერში, სავარაუდოდ, ბერა ჩუბინიძესთან ამოწმებს, როგორ განვითარდა მოვლენები და აცხადებს, რომ "დასასჯელი" სხვებიც არიან.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ბატონო ანზორ, რა ქენით?
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: რავი, მივედით და მოიკლა თავი რა, არავითარი ცუდი სიტყვა არ დამიწერიაო და შევედიო, პროსტა ის რო იყოო, ჩემ იმაზე გამოვიდაო. მოკლედ, გავაფრთხილეთ.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ჰა?
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: გავაფრთხილეთ რა, ზომიერად ველაპარაკე. დედამისი დაგვხვდა თავისი, კაი ოჯახი იყო რა. ვუთხარით რა, ჩვენ არა ვართ დარწმუნებულები-თქო, რო შენი იმიდან რამე იყო-თქო, მაგრამ ამ სიაში მოხვედრილი ხარ-თქო. ახლა მოვედი, გაგაფრთხილე-თქო, მეორედ კიდე მოხვდები-თქო და შენს თავს დააბრალე-თქო.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: აჰა, კაი ძმაო, მშვენიერი
[...]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: სხვები ვიპოვეთ, სხვებს დაენძ**ვათ რა
სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: კაი ბატონო ანზორ, დავაი ჯიგარო
მომდევნო ჩანაწერში, სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი და ღარიბაშვილი განიხილავენ, როგორ განვითარდა მოვლენები და იცინიან იმაზე, რომ "გათეთრებული" და "აკანკალებული" ბავშვი ბერას ბოდიშებს უხდიდა. ჩანაწერის მიხედვით, ბავშვი სკოლის მოსწავლეა.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ბერას დავალაპარაკე, ბოდიშებს უხდიდა, კანკალებდაო. იმან უთხრა, დედის მუ**ლები მოგეტყნებაო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: გესმის?
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მერე მეორეზე რა გითხრათ?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ის ვაფშე გათეთრდაო რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ის ვაფშე გათეთრდაო?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ამიკო მეუბნებოდა, ვაფშე კანკალებდაო, ბერა რომ ელაპარაკებოდა, ის ბავშვი გიჟდებოდაო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: დამირეკა ანზორამ და ბოდიშს მოგიხდისო და მე ხომ არ ვიცოდი იქ რა ქნეს, "პიზდეს", არ "პიზდეს". ხო აზრზე ხარ, არ ვიცოდი ბიჭო რა, არ ვიცოდი რა ტონზე მებაზრა, გაიგე, და მაგ ტიპს ვუთხარი რომ... ძმაკაცურად ვერ დავუწყებდი ბიჭო, ხო აზრზე ხარ, ძაან დიდი დანაშაული იყო რა... ანზორამ მითხრა, ვაფშე შეგეგინებიაო ტო, ხო აზრზე ხარ ... ძაან დიდი დანაშაული იყო ტიპისგან. მე ვუთხარი, კაი-მეთქი, ბაზარი არაა, ბოდიში მომიხადოს, პროსტა აღარ განმეორდეს მეთქი რა. შენს ყ** ძმაკაცებს, პიდა**** ძმაკაცებს გადაეცი, რომ დედის მ***ები მოეტ**ნებათ-მეთქი, თუ ქნეს-მეთქი
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ტიპი მირეკავს და ბოდიშს მიხდის, იქ 5 კაცი დგას და დედას აგინებს, ეგ წარმოვიდგინე, რა
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ყოჩაღ ბერა, ყოჩაღ ძმაო, მაგრა მოქცეულხარ. მაგარი კაცურად მოიქეცი შენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მორიგ ჩანაწერში ისმის, რომ, სავარაუდოდ, ბერა ჩუბინიძეს მორიგ დავალებას აძლევს სხვის დასასჯელად და ფიგურირებს ვინმე ვახო, რომელიც მათივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურია. ამ ჩანაწერში ისმის, რომ, სავარაუდოდ, ღარიბაშვილი და ბერა განიხილავენ, როგორ დაამცირა, დააშინა და შეურაცხყო, სავარაუდოდ, ჩუბინიძემ ვიღაც პირი.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ანზორა მაგარი კაცია [იცინის]
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: რაო, რაო?
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ხალხი ხომ იყო, მეზობლები ხო მოიყვანეს და რაღაცა მაგ ბავშვის. მოგიყვა ეგ თუ არა? მაგ ბავშვის ხმამაღლა ნათქვამი არავის არ გაუგიაო [...]
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: იქნებ რამე სპორტზე შეიყვანოთო სადმე ან სადმე კაცად დააყენოთო ეგ ყ**.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მერე ვახოს დაუ*ვამს მაგარი, დაჯექი შე ყ**ო, შე ნაბი**არო შენო. კაროჩეო, თუ გინდა სხვა სახელით შედი, რაც გინდა ის ქენიო 1 საათში გიპოვით და შენ და შენ ძმაკაცებსო და გაგაქრობთ ყველასო.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის] კი, კი.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: გაგაქრობთო.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს საუბარი 15 წლის ბავშვის დასჯას ეხება, რომელიც მეზობლების თვალწინ დაამცირეს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა და ღარიბაშვილი კმაყოფილი არიან იმით, რომ ბავშვი "დაისაჯა".
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ბერა და ღარიბაშვილი ირონიულად განიხილავენ იმასაც, რომ ბავშვს სტრესი ექნება და ის სკოლაში წასვლას ვერ შეძლებს.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: წარმოიდგინე, სახლში რომ მოგადგნენ "ვზროსლი" ტიპები, იმენა სასტავი რო ამოგადგეს, ვისი ჯერ ეს ერთი ხო?!
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აბა რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: პატარკაციშვილის სასტავი ხო არ არი ტო
სავარაუდოდ, ღარიბაშვილი: აბა რა
სავარუადოდ, ბერა ივანიშვილი: რა ხალხი მოდის ბიჭო და მთელი მეზობლები და მთელი უბანი მოყავს და შვილი გარცხვენს რა. მთელი უბნის წინ გაჯ**მენ მთელს სამეზობლოში და იმაში ამბობენ, რომ ყ** ეს ბავშვი, გვაგინებს
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ეგ კარგად მოქცეულან რა, რომ მეზობლებიც რომ შეუყვანიათ რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: კი, ეგ კაი გააკეთეს
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: რამე მოხდებოდა მერე, გაგრძელება ექნებოდა მაგ ამბავს
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ექნებოდა ხო იკა?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: კი, კი უეჭველი. არ არსებობს, იქ მთელი ამბები იქნება ახლა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მაგას დაპი**ავენ ტო მაგ უბანში
სავარაუდოდ, ირაკლია ღარიბაშვილი: კი, ტო. დაპიზდავენ და შეიძლება, ვაფშე ჩაკეტონ სახლში ეგ ნაბი**არი
[...]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: შანსი არ აქვს ბიჭო, იკა, ტო, წარმოიდგინე სასტავი მივიდა დაცვის მანქანით, მიგალკებით. გლდანში ეგ რა არის, ხო აზრზე ხარ, ტო. მთელმა გლდანმა იცის ბიჭო და...
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აბა რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ხო იცი რა უთხრა მერე, რომ კაროჩეო, შენ მადლობა თქვიო... გითხრა ეგ ანზორამ ეგა?
სავარაუდოდ, ირაკლ ღარიბაშვილი: ამიკომ მითხრა ხო, რომ წაგიყვანენ, დაგაბამდნენ გცემდენო, რაღაცა ესე
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ერთმა უთხრა, რომ ვაფშე წაგიყვანდნენ და დაგმარხავდნენო და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდაო რა.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის] ეგ ყ** მართლა.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ვაფშე დაგბრიდავდნენო. ბიჭო, ისე მაგარი შიში ჭამა ტიპმა. ეგონა, რომ არაფერი არ მოყვებოდა?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ხო, ეგ ყ** ტო. ეგ იყო, რომ მაგინებდა გამოდიო, მოგი**ნავო მეუბნებოდა. გლდანში ამოდიო, დაგბრიდავო, მე მეუბნებოდა ეგ ყ** ეგ
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: გეუბნებოდა ხო?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ხო, მე ვეუბნებოდი, რომ 45 მილიგრამიანით დაგბრიდავ-მეთქი
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ანზორა მეუბნებოდა, მე ვუთხარიო რო, რასაც წერ იმას ყოველდღე გაჭმევ იცოდეო, რასაც წერდიო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ყველაზე ცუდი რა გახსოვს იკა მაგისი, თორე მეცოდება, გამახსენე რა
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: რავი, ვინ ***. არ ვიცი, მერე გაგიჟებული ვიყავი, არ ვიცი, ტო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ძაან ისეთი რომელი გახსოვს ე?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ჰა?
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ძაან ისეთი?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: რავი, აღარ გინდა მაგაზე ფიქრი, აღარ გინდა ტო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: რაღაცას შემაგინებდა ხო?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ხო რა. აღარ იფიქრო მაგაზე
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: დედა ხომ აქვს შეგინებული მაგას ჩემზე? კი, ტო
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ბიჭო დედის გინება არ მახსოვს ტო. იქნებოდა რა. რაღაცა ყ**ობას ამბობდნენ რა. დედას შევე*ი რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მაგარი კი აგინა ანზორამ დედის მუ**ლი
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: დედა მოგე**ვნება, დედაშენისას გაჭმევო. აუ, ჩემი რა ცუდია დედაშენისას რომ გაჭმევენ.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აუ, ჩემი, მაგარი. ხოდა, რა უნდოდა მაგ გამო**ევებულს მაგას?
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: სკოლაში ჩაფსმული მივა იმენა დღეს
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ვერა ხო?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ვერა, ვერა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: სტრესი ექნება ხო მაგას?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მაგარი სტრესი ექნება მაგას. სახლში იქნება ახლა გარჩევები
სავარაუდო, ბერა ივანიშვილი: მაგარი ხო?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: კი.
TV პირველის მიხედვით, ამის შემდეგ ვინმე ვახოსა და ანზორს სხვა დავალებაც ჰქონდათ.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: დღეს კიდე სხვას დედა აქ მო**ნული, ვიღაც ლადოა ბიჭო
სავარადოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: 23 წლისაა. მაგას ანზორამ თქვა, დედის მუ**ლს მო***ყნავო
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავრაუდოდ, ბერა ივანიშვილი: სავარაუდოდ, ბავშვებთან გაუტყდათ რა. დიდსო დედას მოვუ**ნავო, იმენა გამწარებულები მირბიან
TV პირველის ინფორმაციით, ვინმე ლადო, რომელსაც ჩანაწერში ახსენებენ, მოძებნეს, რადგან ჩანაწერებში ისმოდა მისი გვარიც. დახურულ კარს მიღმა მყოფმა ხმამ ჟურნალისტს კითხვაზე, იყო თუ არა მისული ანზორ ჩუბინიძე, პასუხობს, რომ არ ახსოვს.
"არც ეს არ მახოვს. ბავშვი იყო, შეიძლება რაღაცა დაწერა, მარა რა დაწერა, ისიც არ მახსოვს. ბავშვთან მივიდნენ მე მგონი. არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში რა", — ამბობს ქალი, რომელიც, TV პირველის ინფორმაციით, დასახელებული ლადოს დედაა.
ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ დედის ინფორმაციით, ლადო ახლა 27 წლისაა და რადგან ჩანაწერში სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვილი ამბობენ, რომ ის 23 წლისაა, გამოდის, რომ ჩანაწერი 4 წლის წინაა გაკეთებული, ანუ 2016 ან 2017 წელს.
გარდა ამისა, ჟურნალისტის ინფორმაციით, გადაწყვეტილი იყო ერთ-ერთი ბარმენის სამშენებლო მოედანზე აყვანა და იქ მისი დასჯა, მაგრამ შემთხვევით გაირკვა, რომ ბერა ივანიშვილმა დასასჯელთა სიაში შეცდომით შეიყვანა.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ბიჭო, ვიღაც ბარმენი რო იყო, ხო იცი. კინაღამ დედის მუ**ლი მო***ნა ტყუილა, ე
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ვინ ბარმენი, ტო?
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: რაღაც გვარი ჰქონდა ყ***რი, სომეხი როჟაა, ცოლ-შვილი ჰყავს რა. ეს სახელი ამოვაგდეთ, მახსოვდა ეგ როჟა თითქოს. ამიკოს მეგობარს ჰყავდა მეგობრებში და ვინ არიო და ჩემი ყოფილი კლასელია და ბარმენიაო და გვითხრა სად მუშაობს რა. ანზორა იყო... სტროიკაზე ავიყვანო და თავ-პირს ვალეწავო რა, იმენა რა, სულ ქვებს ვაჭმევო
სავარადოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მერე ვეღარ ვპოულობდით, თურმე აღმოჩნდა, ამიკომ კიდევ კარგი ნახა, იმიტომ ჰყავდა დამატებული, რომ...
სავარადოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აააა, გასაგებია
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: იმაზე გასასვლელად ჰყავდა ეგ ყ*ე. უკვე სასტავი მიდიოდა მაგ ბარმენის სა***დად, ტყუილად უნდა გვე***და ბარმენიო ვიღაც.
TV პირველის ინფორმაციით, ამ ყველაფრის საქმის კურში იყო ბიძინა ივანიშვილიც. მას ჩანაწერის ერთ ეპიზოდში ახსენებენ.
სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი: ვაფშე ფეისბუქზე რომ ბოდიშები მოიხადონ, ფანებს და ყველას რომ ბოდიშები მოუხადონ, წერილობით
სავარადოდ ირაკლი ღარიბაშვილი: ხო, ვაფშე ეგ ჯობია რა
სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი: მაგათმა ყველამ, ვინც იგინებოდა, რა... და ბოდიშები რომ მოიხადონ რა
სავარადოდ ირაკლი ღარიბაშვილი: ჰო, ჰო
სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი: და სხვა სასტავიც ნახავს რა
სავარადოდ ირაკლი ღარიბაშვილი: აჰა. მოდი ბოდიშები მოვახდევინოთ მაგ დედამო***ულებს
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: კი, კი, ტო, მამაჩემმაც თქა ტო, ეგ გააკეთეთო ტო აუცილებლო. ზა მარალნი უშერბ (მორალური ზიანი — რუსულად), ხო აზრზე ხარ, მორალური იმისთვის
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აბა რა ტო, ისე არ ჩაიროს რა. ვოლზე რომ დაპოსტავენ, ეხლა აზრზე ხარ, რამდენი ათასი კაცი ნახავს? აუცილებლად გავაკეთოთ ბერა ეგ რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: კი ძმა
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აუცილებლად ტო, ეგ მაგარი რაღაც იქნება
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ძაან ბევრი ნახავს და როგორი ფორმის წერილი, იკა, დაახლოებით ე? როგორი რაღაც დავაპოსტინოთ, ე?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აი, რავი. პირდაპირ შენ რომ მოგმართოს იმ ტიპმა, უნდა მოგიბოდიშოს, ძალიან დიდი ბოდიში, იმ დღეს ისე მოვიქეცი, ასე მოვიქეცი, ყველას მოგიწოდებთ და რაღაც ეგეთი. ტექსტი თუ გინდა შევადგინოთ რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ხო, ხო, ხო
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მაგათი კონტაქტები ხო გვაქ ჩვენ?
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: კი კაცო, გვაქვს და პირში ა***აც რომ ვთხოვოთ, ისეთი ჩა**ული აქვს
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის] კი ტო
ამის შემდეგ, ჩანაწერში ისმის საუბარი პოლიციელების შესახებაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ არ არის გამორიცხული, დასჯის პროცესში პოლიციის მონაწილეობა.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: აზრზე ხარ ბიჭო, მამამისი წესიერი კაცი თუა, რო გაიგოს, ივანიშვილს აგინებდაო ტიპიო დედასო და მაგარი სასტავი მოვიდაო, იმდენი იგინაო. წარმოიდგინე, იმ დონეზე იგინა თურმე ტიპმა, რომ სასტავი ამოადგა, პოლიციელები და ისინი, წარმოიდგინე ტო. რო გითხრან, რო შვიდი კაცი იყო ამოსული, მეზობლები მოიყვანეს, იარაღებით იყვნენ და შენი შვილი აკაჩავეს. ხო ჯერ ისინი დასაბრედები გყავს, მამა გამო**ევდება ტო
TV პირველის ჟურნალისტი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა ბერა ივანიშვილს შესთავაზა, დასჯის "მეორე წრეზე" წავიდნენ, რათა ქალაქში ხმა გავარდეს, რა ძვირი ჯდება ბერა ივანიშვილის აუგად მოხსენიება.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ბიჭო, ისე, მაგარი დაამახსოვრდებათ. გავარდება რა ხმა, რა. ერთი შემოვლა გავაკეთოთ რა, მაგარი იქნება რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მაგათი ხო ვაფშე?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მაგათ ჩამოვუაროთ, დედას მოვუ***ავთ ყველას, მერე გაბაზრდება, რო ასე არ ვყლაპავ რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ხო, ხო
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მაგათ უნდა იგრძნონ, მაგ დედამო***ულებმა, ვისთან აქვთ საქმე ტო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: იმენა ოჯახიც მაგარ საფრთხეში ჩააგდო, ტო. მაგან რა იცოდა, ჩვენ სეგვეძლო ეგენი ყველა დაგვებრიდა იქ, მეზობლები და ისინი. მაგარი სტრესია
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: აბა რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ეს იყო ხუმრობა, რომელიც ცუდად დასრულდა
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მეორედ არ განმეორდება
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: დავისაჯეთ ან რაღაც ეგ სიტყვა გაიგე?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ხო, ხო
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ასეთი რაღაც არ გაბედოთ, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება ისევ თქვენთვისო რა
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: ხო რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: აუ, იკა, მაგარია, ისე დედა რო მო***ნათ, ჰა?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მაგარი ძაან, მაგარი ძაან რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: აუ, მაგრად დაენ**ევა მაგას, ჰა იკა
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: მაგრად რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: გუშინდელი კიდევ მონაგონი იყო, ჰა?
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: კი რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ვის ვაგინებო რა, ეგეთ პონტში, დაიძაბა და ბერასო. და ვაიმე, ბერასო და თავში დაირტყა ხელები. ეგრევე თავზე წაიღო ხელები, ვაიმე, ბერასო
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის] აი, სად დამე**რაო არა? ყველაზე დიდი მომენტი იქნებოდა ეგ. აუ, რა მაგარია. მაგაზე ცუდი მომენტი მემგონი მაგ საწყალს არ ენქებოდა ცხორებაში რა
TV პირველი ესაუბრა ანზორ ჩუბინიძესაც, რომელიც კითხებს პირდაპირ არ პასუხობს.
"წარმოუდგენელ რამეს მეუბნებით. არასდროს არ უთხოვია როგორც თქვენ ლაპარაკობთ, მაგ ფორმით ეგეთი... ვიღაც დასაჯე და ეგეთი", — ამბობს ის.
ჟურნალისტის კითხვას, ყოფილა თუ არ შემთხვევა, როცა ბერა ივანიშვილს უთქვამს, რომ ვიღაცამ შეაგინა და გაარკვიოს, ვინ არის, ანზორ ჩუბინიძე ასე პასუხობს:
"ვერ ვიხსენებ, მართალი გითხრათ. არ მახსენდება რა, რა გითხრათ აბა. რაღაც ბავშვურ რაღაცაზე თუ ლაპარაკობთ, შეიძლება ეგ იყო, არ მახსენდება. ვერაფერს გეტყვით, უკაცრავად",
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ტრი დაიყენე ზუმერად
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: რომ დაგირეკავენ მინისტრები და ეგ ვეში რო ჩაირთვება, ე
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: დაიყენე რა
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: დავიყენებ ძმაო, მკიდია კიდევაც რა, დამირეკონ რა
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ტრი ბიჭო, თან გასაგები იქნება ყველასთვის, ვისი ვეშიცაა და რატო არ უნდა გეყენოს მამენტ. ნახევარ სქართველოს ეგ უნდა ეყენოს ტო.
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ტრიიი, დავაი ძმაო
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: კაი ძმაო, აბა დავაი
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: დავაი ძმაო, შენები მომიკითხე
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი: კაი ძმაო
როგორც უკვე ვთქვით, ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილი არაა. საბოლოოდ, ეს გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, თუმცა მასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათი გავიდა, შსს-სგან კი ამაზე არანაირი რეაგირებ არ ყოფილა.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
კომენტარები