იმნაძე საქართველოში ვაქცინაციის დაგვიანების ერთ-ერთ მიზეზად "მკაცრ კანონებს" ასახელებს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია უფრო სწრაფად წარიმართა, რადგან მათ უარი არ უთქვამთ ჩინურ ვაქცინაზე, საქართველოში კი "ძალიან მკაცრი კანონები ვაქცინასთან დაკავშირებით". მისი თქმით,
"სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა კიდევ, რომ იგივე არაბთა გაერთიანებული ემირატები, შეიძლება ასე არ იცით და დუბაი, რომ არის, აი, ეს არის. დუბაიში იცით რითი დაიწყო აცრები? დაიწყო ჩინური აცრებით. [...]
მთავარი დაწყება კი არ არის? მთავარი დამთავრებაა-მეთქი. ისრაელმა დაამთავრა, ემირატები დაამთავრებს ძალიან მალე. სხვათა შორის, ჩვენნაირი ქვეყნებიდან არის ჩილე, რომელსაც 17% აქვს, ჩვენნაირს ვერ ვიტყვი, ეკონომიკურად გაცილებით უფრო განვითარებულია. იმანაც სხვათა შორის, ჩინური ვაქცინებით დაიწყო აცრები. ჩვენ ველოდებით მარტო დასავლურ ვაქცინას და უნდა იყოს ყველა ვაქცინა რომელიც შემოვა, ძალიან მკაცრი წესები გვაქვს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული", — განაცხადა მან პოლიტმეტრის ეთერში.
რაც შეეხება საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხს, იმნაძე ამბობს:
"ჩინურ ვაქცინაზე ჩვენ რომ ვთქვით, დაახლოებით 2 თვის წინ, რომ მზად ვართ ქვეყანაში შემოვიტანოთ-მეთქი, რა ამბავი ატყდა გახსოვთ? ცალკე მე მატრიალებდნენ, ცალკე თენგიზ ცერცვაძეს ატრიალებდნენ, კარგით რა"
საქართველოში დიდი ხანია შემოტანილია ვაქცინის შპრიცები, გამზადებულია სპეციალური ცივი ჯაჭვის მაცივრები, თუმცა Covid-19-ის ვაქცინა ისევ არ არის. ყოფილი პრემიერმინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ამბობდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, თუმცა ასე არ მოხდა. უწყების განმარტებით, 22 თებერვალს Covax პლატფორმიდან მიიღეს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ Pfizer-მა დააყენა დამატებითი მოთხოვნები და სანამ ამ საკითხს არ გადაჭრიდნენ, ვაქცინის შემოტანა 2-3 კვირით გადაიდებოდა.
პირველ მარტს ინტერეპრესნიუსმა გაავრცელა Covax პლატფორმის პასუხი მათ კითხვაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნა ვაქცინის მისაღებად, სიმართლეს არ შეესაბამება და Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გაჭიანურება ფინასური გადაზღვევასთან არის დაკავშირებული.
გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ რომ ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მარტს აღარ უნდა გადაცდეს. ამ შემთხვევაში საუბარია AstraZeneca-ს ვაქცინაზე.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმის მიღმა დაჯავშნილია ვაქცინის 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და 1 000 000 დოზა მოსახლეობისთვის.
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
კომენტარები