პროქსიმა კენტავრი b შესაძლოა სულაც არ იყოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი
არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა მზის სისტემის უახლოეს ვარსკვლავურ სისტემაში, ალფა კენტავრში, დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ეგზოპლანეტა წითელ ჯუჯა ვარსკვლავთან, პროქსიმა კენტავრთან ბრუნავს და სამმაგი სისტემის ყველაზე პატარა ვარსკვლავია. თუ უკვე წაიკითხეთ ჩვენი სტატია, 6 უცნაური ფაქტი დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტაზე, გეცოდინებათ, რომ პლანეტა ზუსტად სასიცოცხლო ზონაში იმყოფება - ვარსკვლავისგან არც ისე შორს, რომ წყალი გაიყინოს და არც ისე ახლოს, რომ აორთქლდეს.
ნასას ახალი კვლევის თანახმად, ცნობები პროქსიმას სისტემიდან მაინცდამაინც ოპტიმისტური არაა. პლანეტებმა, რომლებიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავების სისტემაში არიან, შეიძლება ძალიან ბევრი ჟანგბადი დაკარგონ, რის გამოც თხევადი წყალი მათ ზედაპირზე ვეღარ იარსებებს. აქედან გამომდინარე, სიცოცხლის არსებობაც ეჭვქვეშ დგება.
ტრადიციულად, სასიცოცხლო ზონა განისაზღვრებოდა ვარსკვლავის მიერ გამოცემული სითბოსა და სინათლის რაოდენობის მიხედვით. ეს ახალი კვლევა კი მოიცავს ვარსკვლავურ ამოფრქვევებს და ატმოსფერული ჟანგბადის დაკარგვის ტემპსაც, რათა უკეთ დახატოს სურათი, თუ სად მდებარეობს დედამიწის მსგავსი პლანეტა ვარსკვლავის გარშემო. მკვლევართა გუნდმა შექმნა მოდელი, რომელიც იკვლევს პლანეტის ატმოსფეროდან ჟანგბადის გაქცევას კოსმოსში.
"რაც უფრო მეტი რენტგენის გამოსხივება და ულტრაიისფერი ენერგიაა, მით უფრო მეტი ელექტრონი წარმოიქმნება და იონების გაქცევის ეფექტი მით უფრო ძლიერდება. ეს ეფექტი ძალიან სენსიტიურია ვარსკვლავის მიერ გამოცემული ენერგიის რაოდენობის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ამან დიდი როლი უნდა ითამაშოს პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრაში", - ამბობს ალექს გლოსერი, ნასას გოდარდის ცენტრის ასტროფიზიკოსი და კვლევის თანაავტორი.
"ამ კვლევამ ძალიან პესიმისტური შედეგები მოგვცა, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა უკეთ ვიცით, რომელ ვარსკვლავებზე უნდა ვეძებოთ სიცოცხლე. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ რა გვჭირდება დედავარსკვლავისგან, უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენი მზე ერთ-ერთი იდეალური დედავარსკვლავია დედამიწაზე სიცოცხლის წარმოსაქმნელად", - აღნიშნავს ვლადიმერ აირაპეტიანი, კვლევის მთავარი ავტორი.
მკვლევრებმა ატმოსფერული ჟანგბადის დაკარგვის ტემპი დათვალეს წითელი ჯუჯის ასაკის გათვალისწინებით, ასევე მასსა და პლანეტას შორის არსებული მანძილის გამოყენებით. პროქსიმა b თავის ვარსკვლავთან 20-ჯერ უფრო ახლოსაა, ვიდრე დედამიწა მზესთან. რადგანაც მას ასეთი მჭიდრო ორბიტა აქვს დედავარსკვლავთან, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლანეტაზე ყოველ ორ საათში ერთხელ ატმოსფეროს წამგლეჯი ვარსკვლავური ქარები მძვინვარებს. პროქსიმა b-ს ზომისა და შედგენილობის გათვალისწინებით, მისი ჟანგბადი სულ რაღაც 10 მილიონ წელიწადში გაქრება - დიახ, სულ რაღაც, რადგან ასტრონომიულ მასშტაბებში 10 მილიონი წელიწადი თვალის დახამხამებაა.
მოკლედ რომ ვთქვათ, პროქსიმა b-ზე სიცოცხლის არსებობისთვის კარგი ამბები არაა. ახალი დაკვირვება ყველა წითელ ჯუჯას შეეხება, წითელი ჯუჯები კი ყველაზე გავრცელებული ვარსკვლავებია გალაქტიკაში.
მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაინც არსებობს. ეს კვლევა მაინც მოდელირებაა. რამდენიმე წელიწადში პირველი მონაცემები გვექნება პროქსიმა b-ს შესახებ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისა და სხვა ინსტრუმენტების კვლევების წყალობით. ერთ დღესაც კი პროქსიმას სისტემას შეიძლება ის ვარსკვლავთშორისი ხომალდიც ეწვიოს, რომელზეც რუსი მილიარდერი, იური მილნერი და სტივენ ჰოკინგი მუშაობენ.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
დისკუსია: თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ, მიუხედავად კოსმოსში ჩვენი მოკრძალებული ადგილისა, მაინც განსაკუთრებულები ვართ?