"ვაკის პარკი ისევ ჩვენი დასაცავია" — პარტიზანული მებაღეობის საპროტესტო აქცია
პარტიზანი მებაღეებმა და აქტივისტებმა ვაკის პარკთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, მერიამ სასწრაფოდ მოაგვაროს მოლაპარაკებები ინვესტორთან და რესტორან ბუდაპეშტის ტერიტორია ვაკის პარკს ოფიციალურად შუერთდეს.
"საზოგადოებას სჭირდება პარკი და არაფერი მეტი ამ ადგილას !!!! ასევე მოვითხოვთ: დასრულდეს გაუთავებელი რეაბილიტაციების გამო პარკების დახურვა დამსვენებლებისთვის და თუკი აუცილებლად აპირებთ პარკის ხარჯზე ფულით ჯიბეები ამოივსოთ, კეთილი ინებეთ და სექციებად დაყავით, ნუ გვიზღუდავთ ერთადერთ გასართობს — პარკში სეირნობას", — წერია მათ განცხადებაში.
ისინი აპირებენ პეტიცია შეიტანონ მერიაში და ერთ თვეს აძლევენ უწყებას, რომ ეს საკითხები მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელახალ აქციას გეგმავენ.
15 თებერვალს ინვესტორმა სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა განაახლა. სამშენებლო სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ადგილზე ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია მივიდა. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სასტუმრო ბუდაპეშტის მესაკუთრესთან გამართულ შეხვედრაზე ვერაფერზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ინვესტორს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა კიდევ ერთხელ შესთავაზეს. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო შეთანხმება იმაზე, რაც დღეს მოხდა. საუბარია ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანაზე, რაც, მისი თქმით, უკანონოა და ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს.
ერთი წლის წინ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების სრული უფლება აქვს და მშენებლობის განახლებას გეგმავს. ტიფლის კოსტავას დირექტორი, გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ მათ აქვთ სამშენებლო ნებართვა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის უფლებაზე.
გიორგი ზაქაიძის თქმით, კომპანიამ აუდიტორული დასკვნა წარუდგინა მერიას, რის საფუძველზეც უნდა აენაზღაურებინათ მათივე ინვესტიცია, თუმცა როგორც ამბობდა, მათთვის სასურველი შეთავაზება მერიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს მერია ვერ მიიღებს.
2020 წლის თებერვალში თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინვესტორს კვლავ ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. ზაქაიძემ განმარტა, რომ ადგილმონაცველობისთვის მერიამ ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით არსებული ტერიტორია შესთავაზა, რაზეც მათ უარი თქვეს.
სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში
2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ამავე წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
აღნიშნული განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება მწვანე ალტერნატივამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში მოითხოვა. ორწლიანი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მერიის 24 ივლისის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
2016 წელს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს გრაალმა და შპს ტიფლის კოსტავამ, რომლებიც აშენებენ სასტუმრო ბუდაპეშტს.
2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2019 წლის 16 იანვარს კი უზენაესმა სასამართლომ მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
კომენტარები