როდესაც საქმე ეხება კლიმატის ცვლილებას და კაცობრიობის გადარჩენას, ბილ გეიტსს ურჩევნია დედამიწის გადარჩენაზე იფიქროს, ვიდრე მისგან "გაქცევაზე".

მარსის კოლონიზაციაზე ილონ მასკი და ბევრი სხვა ადამიანი ოცნებობს, თუმცა, არა ბილ გეიტსი. ამის ნაცვლად, გეიტსი ამტკიცებს, რომ დედამიწაზე უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, როგორიცაა ინვესტიციები სხვადასხვა ინდუსტრიებში, ასევე ვაქცინების შემუშავება და მათი გადანაწილება.

ამ ყველაფრის ფონზე, ის უბრალოდ ვერ ხედავს წითელ პლანეტაზე მოგზაურობის ან გაქცევის საჭიროებას და მას სისულელედ მიიჩნევს.

მან ილონ მასკზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Tesla ელექტრომობილების წარმოებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში უდიდეს როლს თამაშობს. ამ მხრივ გეიტსმა ილონ მასკი შეაქო, თუმცა, აღნიშნა, რომ მარსის კოლონიზაციისთვის გაღებული სახსრები ზედმეტია. მისთვის ჯერ დედამიწაა მისახედი.

როდესაც საქმე რაკეტებს ეხება, განსაკუთრებით კი მარსს, მას ურჩევნია ეს ფული ისეთ რაღაცეებში ჩადოს, როგორიცაა ადამიანების ჯანმრთელობა და ვაქცინაცია.

"არა, მე არ ვარ მარსის ადამიანი. მე ბევრ "მარსელს" ვიცნობ. თუმცა, მათ არ ვეთანხმები." — ამბობს ბილ გეიტსი.