უჰაერობა ნიუსრუმში, ძველი ტექნიკა და სხვა პრობლემები, რაზეც GPB-ის თანამშრომლები საუბრობენ
ფოტო: Tomas Urbelionis
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა გამოაქვეყნა 17-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც თავმოყრილია მაუწყებლის თანამშრომელთა მიერ აღწერილი პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ სია დაუსრულებელია: გაფუჭებული მიკროფონები, კამერები, შტატივებისა და კომპიუტერების სიძველე, ნაკლებობა, 15 წლის ჩართვის აპარატები, უჰაერობა სამუშაო სივრცეში - ეს არის პრობლემების არასრული სია.
On.ge გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდს 17 გვერდში თავმოყრილი პრობლემებიდან, რომლებიც თავად თანამშრომლებმა აღწერეს:
- დღის განმავლობაში არაერთი ტექნიკური პრობლემა გვხვდება: ჩართვის აპარატები არის მინიმუმ 15 წლის, უვარგის მდგომარეობაში. უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია პირდაპირი ჩართვის განხორციელება;
- პერსონალური კომპიუტერების უმრავლესობა ძირითადად მოძველებულია, ისევე, როგორც სამონტაჟო პროგრამა. ეს უკანასკნელი არ განახლებულა ხუთი წელია. არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის კამერები (არსებული მოძველებულია). მიკროფონების ნაწილი აღარ ექვემდებარება შეკეთებას. გვაქვს მხოლოდ ორი სამაგრი მიკროფონი (ე.წ პეტლიჩკა), რაც არასაკმარისია. მოძველებულია კამერის ჩიპები. რამდენიმე წლის წინანდელია საეთეროს პულტიც, რაც თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი სამონტაჟო პროგრამა „დალეტი“, „ვიზარდი“ ან რამე მსგავსი, რაც გაგვიადვილებდა სამუშაო პროცესს და ადვილად აღქმადს გახდიდა პროდუქტს, სანამ ეთერში გავა;
- ცენტრალურ ნიუსრუმში მცირე ფართი, არაკონდიცირებადი გარემო, ფანჯრების არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს სამუშაო პირობებს.
- საერთაშორისო ამბების განყოფილებას ესაჭიროება დამატებითი ტექნიკა, ასევე, კადრები და სასურველია საერთაშორისო სააგენტოების დამატება (გვაქვს როიტერი, სასურველია AP);
- ნიუსრუმს არ აქვს საკუთარი ცხელი ხაზი, რომელიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებს და საჭიროა დამატებითი ჯგუფის შექმნა. ნიუსრუმისთვის აუცილებელია სტილისტ- რედაქტორი, ასევე საჭიროა წამყვანებისა და კორესპონდენტებისთვის გარდერობის განახლება (კორესპონდენტები საკუთარი სახსრების იცვამენ);
- ბოლო ორი წელია, დაბალი ხელფასების გამო მოხდა კვალიფიციური კადრების გადინება. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური არ აღმოჩნდა კონკურენტურანიანი ხელფასების მხრივ - სხვა არხებთან მიმართებაში, რამაც გამოიწვია კადრების დეფიციტი;
- მოძველებული აპარატურა ხშირად გამხდარა პირდაპირი ჩართვის ჩაშლის მიზეზი. ყოფილა შემთხვევები, როცა კრახით დასრულებულა ექსკლუზიურად მოპოვებული სტუმრის პირდაპირ ეთერში ჩართვის მცდელობა;
- საინფორმაციო სამსახურს არ აქვს არცერთი ქსელური პროგრამა, ე.წ. ვიორსტკები იწერება Word-ში. პროდიუსერებს არ შეგვიძლია მასალების, სიუჟეტების ნახვა კომპიუტერებში - მხოლოდ სამონტაჟოებშია შესაძლებელი, რომლებიც ხშირად ჟურნალისტების მიერაა დაკავებული. სუფლიორი იმდენად მოძველებულია, რომ ახალ Word-ს და Sylfaen-ს ვერ ხსნის და ვერ კითხულობს;
- შიდა ქართლი. კამერა: მონიტორი გაფუჭებულია, კამერას „ფლეშბეკი“ არ უმაგრდება, ხელით უჭირავს ოპერატორს. მიკროფონის სადგამი. მიკროფონს ხმის აღება უჭირს. ასევე, მანქანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი. კამერის „შუმავიკი“ (მიკროფონი) დაზიანებულია. რამდენჯერმე გავაკეთეთ, თუმცა, უშედეგოდ. განათება არ აქვს;
- ქვემო ქართლი. არ გვაქვს მიკროფონი, "პეტლიჩკით" ვმუშაობთ. განათება მობილურ ტელეფონს უფრო მაღალი აქვს. ასევე, კამერა შტატივზე არ მაგრდება, მორყეულია;
- სამცხე-ჯავახეთი. კამერის ეკრანი არ მუშაობს. ვიზირს ბალანსის გასწორება უჭირს. არ გვყავს ჟურნალისტი;
- კახეთი. პრობლემაა განათება, კამერის მონიტორი არის გაფუჭებული. არ გვაქვს მიკროფონი და ნათხოვარით ვმუშაობთ;
- არასაკმარისი და გაუმართავი ტექნიკის შესახებ საუბარი იმდენად ბანალურია, რომ სჯობს, გაცილებით დიდ პრობლემებზე ვისაუბროთ;
- ახალი სტრუქტურის მიხედვით გაჩნდა პოზიციები, რომელიც ხელოვნურად ქმნის ბარიერს, მაგალითად, მიმართულების ხელმძღვანელი და, ზოგადად, მიმართულების პროდიუსერები, რომელთა პოზიციები დუბლირებულია და უფრო მეტად მორგებულია პერსონას, ვიდრე სისტემას;
- ჩვენი გადაცემისთვის აუცილებლად გვჭირდება ვიდეოკამერების ჩიპები, რაც საზიარო გვაქვს ორ გადაცემას და გვიქმნის გარკვეულ პრობლემებს;
- ჩვენი გადაცემისთვის პირველ რიგში შესაცვლელი ან შესაძენია დეკორაცია, რომელიც არ პასუხობს გადაცემის შინაარსს;
- არ არის კომპიუტერები. ორი წამყვანი და ორი პროდიუსერი ერთი კომპიუტერის იმედად ვართ;
- არ გვაქვს პრინტერი და ექვსი წელია, ხან რომელ ოთახში დავდივართ ამოსაბეჭდად, ხან რომელში;
- მას შემდეგ, რაც გადაცემა ეთერში გავიდა ხარვეზით, მონტაჟის რეჟისორმა ახსნა, რომ ხარვეზი (კადრის დუბლირება) გამოწვეულია არალიცენზირებული სამონტაჟო პროგრამის (შეუძლებელია განახლება) და ვადაგასული (6 წლის) სამონტაჟო კომპიუტერით.
ვასილ მაღლაფერიძემ 6 თებერვალს წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც, სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლამდე, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს.
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
კომენტარები