საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. უწყების ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა სამშენებლო მასალების საწყობში.

ხანძარი დაახლოებით 1,5 საათის წინ გაჩნდა.