ბაქრაძე: მომდევნო ყრილობაზე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მომდევნო ყრილობაზე არ დააყენებს კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება განახლების სურვილისა და პასუხისმგელობის გამო მიიღო. მისივე თქმით, სანამ ყრილობა ჩატარდება, პარტიაში რჩება.
"პირველი მიზეზი — პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება და დღეს საზოგადოების დაკვეთაა, პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციურ სპექტრშიც მიმდინარეობდეს მუდმივი განახლება, ჩნდებოდნენ ახალი სახეები და არ არსეობდნენ მუდმივი ლიდერები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროპულ საქართველოში ჩემი 4-წლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის, მაგრამ კიდევ მომავალი 4 წლით დარჩენა უკვე იქნება ცუდი, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სიტყვა ევროპული არ არის მხოლოდ პარტიის სახელი. ევროპულობა გულისხმობს შიდაკონკურენციას, ევროპულობა გულისხმობს მუდმივ განახლებას, როტაციას და მე მინდა ვიყო ამ პარტიისთვის როგორც ლიდერი, ამ განახლების და როტაციის ნაწილი. ამიტომ, პირველი მიზეზი, რატომაც მე აღარ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას ყრილობაზე არის სწორედ განახლების აუცილებლობა პარტიაში.
მეორე მიზეზი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას და მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, არჩევნების შედეგები ევროპული საქართველოსთვის იყო ცუდი. მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკური კულტურის ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე. ამ პასუხისმგებლობას იღებს არა იმიტომ, რომ ეს არის ლიდერის ბრალი, გულწრფელად გეტყვით, რომ ამ პარტიაში ძალიან ბევრი მხარდამჭერის ხმა იყო იმიტომ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ დათო ბაქრაძეს, ამიტომ ბრალეულობაზე არ არის საქმე, საუბარია პასუხისმგებლობაზე", — განაცხადა მან.
ამავდროულად, ის ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ყველამ ლიდერს უნდა მიეღო.
"ასევე გეტყვით, უფრო ზოგად კონტექსტს. მე მიმაჩნია და ღრმად მწამს, რომ განახლება არ ეხება და არ უნდა ეხებოდეს ლიდერების მხოლოდ ნაწილს და მიმაჩნია, რომ განახლების სწორი სიგნალი არის, როდესაც პარტიის ყველა ლიდერი და ამ შემთხვევაში სამ ლიდერზეა საუბარი... განახლების და პასუხისმგებლობის სწორი სიგნალი არის მაშინ, როდესაც ხდება ყველა ლიდერის მხრიდან პასუხისმგელობის აღება და როდესაც ხდება პასუხისმგებლობის აღება მთლიანად და როდესაც ლიდერები ასპარეზსს უთმობენ ახალმოსულ ადამიანებს. მე ეს ასე მიმაჩნია. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე ამ თვალსაზრისით და გზას ვუთმობ ახალ სახეებს ამ პარტიაში, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია თავის გადაწყვეტილებებს თვითონ მოგახსენებენ, ოღონდ არ დავუმალავ საზოგადოებას, დასამალი არაფერი არ არის, არსებობს აზრთა განსხვავებები ამ მიმართულებითაც. მე მიმაჩნია არასწორად ლიდერების ნაწილის წასვლა და ნაწილის დარჩენა, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის და განახლების მთელი არსი გახლავთ ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას და ერთიანად ახლდება. ", — განაცხადა მან.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება, მაგრამ პაუზას იღებს პარტიულ პოლიტიკაში. მისი თქმით, დიდი ხანია დაწყებული აქვს დისერტაცია, ასევე, აქვს შეთავაზებები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. პარტიაში არ ადასტურებდნენ, რომ შესაძლოა, დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველო დატოვოს. თუმცა, ისინი ადასტურებდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში ცვლილებებზე დაიწყეს საუბარი.
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები