15 ილუსტრატორი, რომელიც შენს ინსტაგრამს გაალამაზებს
შეიძლება არც კი ვაცნობიერებთ იმას, რომ თითოეულ აპლიკაციას შესაბამისი დანიშნულებით ვიყენებთ. მაგალითად, როცა გვსურს, რომ ფეისბუქზე გამეფებულ ქაოსს გავცდეთ, ინსტაგრამს მივაშურებთ ხოლმე, სადაც ყველა ესთეტიკურ ადამიანს ლამაზი feed-ით მოაქვს თავი.
ამ სტატიაში გაგაცნობთ 15 ილუსტრატორს, რომელიც შენს ინსტაგრამს ციფრული ხელოვნებით კიდევ უფრო გაალამაზებს.
1. Agathe Sorlet
აგატა სორლეტი ფრანგი ილუსტრატორია, რომელიც ერთი პერსონაჟის ცხოვრებას სხვადასხვა სიტუაციაში გვაცნობს. ასევე ილუსტრატორია მისი და, ლორიენი [Lorraine Sorlet], რომელიც მსგავსი თბილი და სიყვარულით სავსე ილუსტრაციებით გვანებივრებს.
2. Sylvia Pericles
სილვია პერიკლეისი კალიფორნიიდანაა, მისი პერსონაჟი შავკანიანი ქალია და რთულია, მის დახვეწილ ილუსტრაციებს გულგრილად ჩაუარო.
3. Maja Tomljanovic
მაია ტომლიანოვიჩი ხორვატიელი მხატვარია, რომელიც ნამუშევრებში თავგადასავლებსა და ყოველდღიურ სიტუაციებზე გვიყვება.
4. Malika Favre
მალიკა ფავრი ფრანგი მხატვარია, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს. მისი ხელოვნება ყოველთვის გამოირჩევა მინიმალისტური მიგნებებითა და მაღალი სტანდარტით. სწორედ ხარისხმა აქცია ის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრატორად.
5. Hugh Charles Andersøn
ჰიუ ჩარლზ ანდერსონი ქართველი არტისტია, რომელიც თავის ილუსტრაციებს ინსტაგრამზე აქვეყნებს. მის ნამუშევრებში აღმოაჩენ ცნობილ, თანამედროვე ქართველ ქალებს, სერიალების თუ პოპკულტურის გმირებს და უბრალოდ ლამაზ პერსონაჟებს, რომლებშიც, შესაძლოა, ბევრი საერთო იპოვო.
6. Tarn Ellis
ტარნ ელისი მხატვრობასთან ერთად ხელოვანების საყვარელ "საქმიანობას" — მოგზაურობას მისდევს. მის სიმშვიდისმომგვრელ ნახატებში უმეტესად ქალებს, მათ ყოველდღიურობას, მრავალფეროვნებას და ემოციებს აღმოაჩენთ.
7. Jenifer Prince
ბრაზილიელი მხატვარის, ჯენიფერ პრინსის ნამუშევრების მთავარი თემა ლესბი სიყვარულია. აქ ცნობილი სერიალების წყვილებსაც შეხვდებით, მაგალითად The Haunting of Bly Manor-ის დანის და ჯეიმის.
8. Sally Nixon
არკანზასელი მხატვარი სალი ნიქსონი ცნობილი ქალების გულწრფელი ილუსტრაციებით ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, თუმცა მისი დღევანდელი ნამუშევრები ნოსტალგიით და მოგონებებითაა სავსე.
9. Robin Eisenberg
რობინ ეისენბერგი ლოს-ანჯელესელი მხატვარია და მისი ფსიქოდელიური შემოქმედება ყველას ახვევს თავბრუს. თავის შემოქმედებაში ის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიც body positivity და ქალების გაძლიერების და თავისუფლების მხარდაჭერაა.
10. Glenn Harvey
თუ რაღაც ამბავი გონებაში ილუსტრაციად წარმოგისახავთ, გლენ ჰარვიზე უნდა იცოდეთ, რადგან ის ჩვენს ყოველდღიურობაზე ხშირად ქმნის გამორჩეულ ილუსტრაციებს. მისი ნამუშევრები ხშირად ხვდება ნიუ-იორკ ტაიმსის, ნიუ-იორკერის და სხვა ცნობილი გამოცემების ფურცლებზე.
11. Sacrée Frangine
Sacrée Frangine-ის პროექტის უკან ორი ქალი, ალინა და სელინა დგანან და ისინი მინიმალუსტური ნახატებით გადმოგვცემენ ისეთ ადამიანურ გრძნობებს, როგორიცაა სიყვარული, სიმშვიდე, მარტოობა და ა.შ.
12. Kelsey Smith
კელსი სმიტი ახალგაზრდა ილუსტრატორია, რომელიც ჯორჯიაში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები სავსეა მდიდარი დეტალებით და აუცილებლად გექნებათ ნანახი ერთხელ მაინც, თუმცა შესაძლოა სხვა ავტორით. კელსის გამომწერებთან ერთი თხოვნა აქვს: "ნუ წაიღებთ ჩემს ნამუშევრებს ავტორის მითითების გარეშე".
13. Seula Yi
ახალგაზრდა სამხრეთკორეელი ხელოვანის აკვარელითა და გუაშებით შესრულებული ნამუშევრები ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ხელოვნებისგან და ინსტაგრამისგან ერთდროულად ველით — რეალობას გვწყვეტს და ნაზ სამყაროში გვამოგზაურებს, თუმცა ამ შემთხვევაში ვიცით, რომ ხელოვნებას ვუყურებთ და არა შელამაზებულ რეალობას. სულა ის ნახატებში ასახულია მისი მოგონებები მოგზაურობიდან, ყოველდღიური ცხოვრებიდან — ის შეჩერებული წამები, რომლებიც ზოგჯერ ყურადღების მიღმა გვრჩება, თუმცა თუკი ვამჩნევთ, სასიამოვნო განცდებით ვივსებით.
14. Rune Fisker
კოპენჰაგენელი ხელოვანის რიუნ ფისკერის შემოქმედება ონლაინ გამოცემების სტატიებში ხშირად შეგხვდება. ნამუშევრები სიზმრებში ნანახი ნაცნობობის და ამასთან ერთად, რეალობასთან რელევანტურობის განცდებით გვავსებს და დაკვირვებული დამთვალიერებელიც მარტივად ხვდება ხელოვანის ჩანაფიქრს.
15. Günseli
განსელ სეპიჩი სტამბოლელი ხელოვანია, რომლის პერსონალური ნამუშევრები თვალიერებისას იმ სამყაროში გამოგზაურებს, რომელში მოხვედრაც სულ გინდოდა. ნახატებში ადამიანური მომენტებია ასახული, რომლებიც ისეთ ნოსტალგიებს გაგიჩენს, რომელიც არც კი იცოდი, რომ გქონდა.
თუ ამ სიაში ინსტაგრამზე აღმოჩენილი შენი საყვარელი ილუსტრატორი არ მოხვდა, აუცილებლად გაგვაცანი კომენტარებში.
კომენტარები