12 გაცვეთილი სცენა, რომელსაც ყველა სერიალში იმეორებენ
ფოტო: Netflix
ყველა ახალი სერიალის ყურებას იმ იმედით ვიწყებთ, რომ უცნობ პერსონაჟებს გავიცნობთ, მათ განსხვავებულ ისტორიებს მივადევნებთ თვალს და ახალ ემოციებს მივიღებთ.
თუმცა, სატელევიზიო შოუების ყველაზე ერთგულმა მაყურებლებმა, რომლებიც ფეისბუქჯგუფში ერთი სერიაც და... იყრიან თავს, ყველაზე კარგად იციან, რომ ხშირად ასე სულაც არ ხდება: სერიალების შემოქმედები მეტწილად ერთნაირ ხრიკებს მიმართავენ და ამის გამო არაერთი მსგავსი დეტალია, რომელსაც სერიალების უმეტესობაში ვაწყდებით.
აი, ამის რამდენიმე მაგალითი, რომლებიც თავად მაყურებლებმა დაასახელეს:
1. ისტორიის ანტიგმირი უცებ კარგ პერსონაჟად გადაიქცევა, რადგან თურმე მასაც აქვს გული, რომელზეც დიდი დარდი აწევს
ფოტო: Giphy
2. მთავარი გმირი მნიშვნელოვანი ვახშმის წინ რატომღაც იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავად მოამზადოს ყველაფერი, თუმცა, ცხადია, მხოლოდ გაზქურაში ხანძრის გაჩენას ახერხებს წარმატებულად
ფოტო: Giphy
3. უცებ ტაქსიში ჩამჯდარი პერსონაჟი მძღოლს დაახლოებით შემდეგ ფრაზას ეუბნება: "სახლში წამიყვანე", "ოფისთან ჩამომსვი" და ა.შ. რა თქმა უნდა, მძღოლმაც ყოველთვის იცის, არსაიდან გამოჩენილი მგზავრის სახლი ან ოფისი სადაა
ფოტო: Giphy
4. როცა ვიღაცას გადაუდებელ საქმეზე ურეკავენ და ის არ პასუხობს, თუ ხმოვან შეტყობინებას უტოვებენ, მაშინვე ვხვდებით, რომ ის ამას ვერასდროს მოისმენს ან უკვე ძალიან გვიანი იქნება
ფოტო: Giphy
5. თუ რომელიმე პერსონაჟს შეხვედრაზე იბარებენ, სადაც პირადად უნდა გაუმხილონ უდიდესი საიდუმლო, მაშინ რომელიმეს ან ორივეს ერთად დაატყდება თავს კატაკლიზმები და სტიქიური უბედურებები, რათა ეს შეხვედრა არ შედგეს
ფოტო: Netflix
6. ოჯახური ვახშმის სცენები არის ის ადგილი, სადაც ყველა წევრმა ერთმანეთს წარსულის ყველა ცოდვა უნდა გაუხსენოს და მიუხედავად საგულდაგულოდ მომზადებული კერძებისა, მადა წაიხდინონ
ფოტო: Giphy
7. დეტექტიურ სერიალებში პირველად ვისზეც მიიტანენ ეჭვს, ის ყოველთვის უდანაშაულოა და ვინც მანამდე უცოდველი კრავი ჩანდა, ბოლოს პირსისხლიანი ბოროტმოქმედი აღმოჩნდება
ფოტო: Giphy
8. როცა ვიღაცას კლავენ, მკვლელი რას აკეთებს? არა, არ გარბის ან იმალება: რაც მანამდე ხმა არ ამოუღია, ყველაფერს ერთად ამბობს, რომ ამასობაში იქნებ პოლიცია, მეზობლები, ჟურნალისტები და დაღუპულის შორეული ნათესავებიც მოვიდნენ და როგორმე დაიჭირონ
ფოტო: Giphy
9. როცა ვიღაც სიკვდილის პირასაა და მნიშვნელოვანი საიდუმლო აქვს გასამხელი, მანამდე ჯერ მთელი დღე მის გვერდით მყოფი ძალიან დამწუხრებული კეთილისმყოფელი მას ამინდზე, ბავშვობის წლებსა და სამოთხის არსებობის თეორიებზეც შეიძლება ესაუბროს, მაგრამ როცა საქმე მთავარის თქმაზე მივა, სწორედ მაშინ გაუჭირდება მომაკვდავს სუნთქვა, ამოახველებს სისხლს, დაუბინდდება თვალები და დაიწყებს გაურკვეველ ჩურჩულს
ფოტო: Giphy
10. ან კიდევ პირდაპირ იმის თქმის ნაცვლად, რომ ესა და ესაა მკვლელიო, უცებ იწყებს მომაკვდავი კროსვორდის აწყობას და გაურკვეველი მინიშნებების გაცემას: "სავსე მთვარე", "ვარდი", "დედა"...
ფოტო: Tenor
11. თინეიჯერი სკოლას იცვლის — მორჩა, ეს უკვე მთავარი დრამაა როგორც ამ პერსონაჟისთვის, ისე მომავალი სკოლისთვის, რომელიც ახალ მოსწავლეს დამშეული ნადირივით ელის
ფოტო: Giphy
12. როცა მოვლენები რადიკალურად იცვლება (ცუდად ან კარგად) და ბოლოს აღმოჩნდება, რომ უბრალოდ სიზმარი იყო
ფოტო: HBO
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
კომენტარები