რატომ სურს GPB-ის მენეჯმენტს ეთერში მხოლოდ მოამბის დატოვება
ფოტო: GPB / Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს, პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის სამწლიან სამოქმედო გეგმას განიხილავს, On.ge-ს ჟურნალისტმა გელა ბოჩიკაშვილმა რამდენიმე კითხვა დაუსვა.
კითხვები შეეხებოდა რეფორმებს და იმას, თუ რამდენად შეძლებდა არხი ამ ცვლილებების ფარგლებში საზოგადოებისთვის ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას.
თქვენ თქვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია იყოს ნეიტრალური და მას არ აქვს, შეიძლება არ ჰქონდეს, სხვა მიზნები. როდესაც თქვენ ასე აფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას, თუ ამ გეგმას დაამტკიცებს სამეურვეო საბჭო, რამდენად წარმოგიდგენიათ, არჩევნების პერიოდში არ გავიდეს არცერთი გადაცემა გარდა საინფორმაციო გამოშვებისა?
წელს ასევე დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებები. რამდენად წარმოგიდგენიათ საზოგადოებამ არ მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან როგორც თქვენ თქვით ნეიტრალური ინფორმაცია?
რამდენად შეასრულებთ თქვენ სამაუწყებლო პრიორიტეტებს და ამ გადაცემების შეჩერებით, ღირს თუ არა ტექნიკური გადაიარაღება იმად, რომ 1 წლის განმავლობაში საზოგადოებას არ ჰქონდეს დაბალანსებული ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან?
არასამთავრობოების შეფასებით, დღეს მედია გარემო არის პოლარიზებული და არსებობს დავები არხების მიმართ, როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებით?
აღნიშნულ თემებზე ვასილ მაღლაფერიძემ პასუხის გაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს, სთხოვა.
"რეალურად თუ შევხედავთ იმ მონაცემებს, რა მონაცემებიც გვაქვს, და თუნდაც იმას, რაც წინა წელს დაიდო, კვლევები ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე რეიტინგულ და ყველაზე დაბალანსებულ პროდუქტს ვტოვებთ. ასე რომ ვთქვათ. ასე შევხედოთ.
ცხადია, საინფორმაციო გამოშვება წინა წლის არჩევნების შეფასებით იყო ყველაზე დაბალანსებული და ყველაზე მიუკერძოებელი პროდუქტი, და მას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ იმ პროდუქტს ვტოვებთ ზუსტად აი ამ პერიოდში და ზუსტად მაგ მოტივაციის გათვალისწინებით, რომელიც თქვენ თქვით, თუმცა მართალი გითხრათ, გულწრფელად გეუბნებით, უფრო სხვა კითხვას ველოდი, ვიდრე მაგას, რომელიც თქვენ დამისვით. საბოლოო ჯამში ესეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი რა ტიპის მოთამაშეა, აი ამ მოედანზე, რომელშიც ვართ, გაუგებარია საბოლოო ჯამში".
თქვენს გუნდში არიან წინა მენეჯმენტის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჰქონდათ ხედვა, რომ მულტიმედიური უნდა გამხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმა. თუ გაიზიარეს და თუ გაეცანით იმ ხედვას, რაც ჰქონდათ, როგორ გეგმავდნენ ისინი ზუსტად ამ ტექნიკით და ისე, რომ გადაცემები არ უნდა შეეჩერებინათ? მაშინ არ იყო გადაცემის შეჩერებაზე საუბარი.
აღნიშნულ კითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურის უფროსმა თიკო ბერძენიშვილმა უპასუხა:
"გარდაქმნის რეფორმა დღეს არ დაიწყო და სწორედ 2016 წლიდან დაიწყო ჩვენმა მენეჯმენტმა ამაზე საუბარი. არაერთხელ ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც ტექნიკურად ცხადია ვიცოდით და ეს ახალი ჩვენთვის არ იყო, მოსალოდნელი იყო და გარდაუვალი იქნებოდა ამ რეფორმის გატარება. ვეცადეთ 2016 წელს ჩაგვეშვა ბადეში ცოტა მეტი გადაცემა და პრინციპში ვცადეთ ტელევიზიის გადარჩენა რადიკალური რეფორმის გარეშე, თუმცა ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია. დავრჩით იმ რეიტინგზე, რაც გვქონდა და ტექნიკური პრობლემებიც არ გამოსწორებულა".
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს განაცხადა, რომ გეგმავს 2018 წლამდე არხის ეთერში მხოლოდ მოამბე დარჩეს. რეალური სივრცისა და სხვა გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმაცია წინა კვირაში გავრცელდა.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები