რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ევროპის ქვეყნების ცა მანდარინისფრად შეიღება. იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენი სამხრეთიდან მოსულ ჰაერის ნაკადს უკავშირდება, რომელსაც თან გაზაფხულის ამინდებიც ერთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოვლენა უჩვეულო სანახაობას ნამდვილად არ წარმოადგენს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წელს ქარი განსაკუთრებით ძლიერია.

ატმოსფეროში საჰარის ქვიშის კონცენტრაციის გაზრდამ არა მხოლოდ ცის ფერი შეცვალა, არამედ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში თოვლიც გააყავისფრა და ლანდშაფტი მარსს დაამსგავსა.

ინტერნეტსივრცეში შექმნილი ჰეშტეგების — #saharadust და #saharastaub-ის — საშუალებით, მომხმარებლები ერთმანეთს საკუთარ ქალაქში გადაღებულ ფოტოებს უზიარებენ, რომლებიც მართლაც დაგავიწყებთ, რომ ეს დედამიწაზე ხდება.

1. ლიონი, საფრანგეთი

ფოტო: Konrad K / SIPA / REX / Shutterstock

2. ზემო სავოია, საფრანგეთი

ფოტო: Jeanne Accorsini / SIPA / REX / Shutterstock

3. ალპური კურორტი ალზერი, შვეიცარია

ფოტო: Laurent Gilliéron / AP

4. მდინარე სონას სანაპირო, საფრანგეთი

ფოტო: Konrad K / SIPA / REX / Shutterstock

5. ზემო სავოიის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩა, საფრანგეთი

ფოტო: Jeanne Accorsini / SIPA / REX / Shutterstock

6. კურორტი საფრანგეთში

ფოტო: Jeanne Accorsini / SIPA / REX /Shutterstock

7. სოფელი ბრამუა, შვეიცარია

ფოტო: Olivier Maire / EPA

8. ყავისფერი თოვლი ვალ-ფერეში, შვეიცარია

ფოტო: Salvatore Di Nolfi / EPA

9. ქალაქი დიჟონი, საფრანგეთი

ფოტო: MorlotMarie / Twitter

10. ასე გამოიყურება იშვიათი მეტეოროლოგიური მოვლენა სატელიტურ ფოტოზე

ფოტო: NASA Worldview