მერილინ მენსონის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებებს სხვებიც ეხმაურებიან
ბრალდებას მომღერლის ყოფილი ცოლი, ყოფილი საცოლე, მუსიკოსი ტრენტ რეზნორი, მომღერალი ფიბი ბრიჯერსი და სტილისტი ლავ ბეილი გამოეხმაურნენ.
ფოტო: Steve C Mitchell / EPA
უკანასკნელი კვირის განმავლობაში მერილინ მენსონი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ევან რეიჩელ ვუდმა და ოთხმა სხვა ქალმა მომღერალი ძალადობაში დაადანაშაულეს. ამბავი ამით არ დასრულებულა: მათ განცხადებებს მალე დიტა ვონ თიზის, აქტივისტი როუზ მაკგოვანის, კომპოზიტორი ტრენტ რეზნორის, მენსონის ყოფილი სტილისტისა და მომღერალი ფიბი ბრიჯერსის კომენტარები მოჰყვა.
ყოფილი ქმრის შესახებ ბრალდებებს დიტა ვონ თიზი ინსტაგრამზე გამოეხმაურა. წყვილმა ურთიერთობა 1999 წელს დაიწყო და ერთმანეთს 2006 წელს, ერთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. დიტა ვონ თიზმა მისი მდგომარეობით დაინტერესებულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მენსონის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები მის გამოცდილებას არ ემთხვევა, თუმცა დასძინა, რომ ძალადობის ადგილი არცერთ ქორწინებაშია და დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ევან რეიჩელ ვუდისა და სხვა ქალების აღიარების შემდეგ მერილინ მენსონი ვიზუალურმა არტისტმა და სტილისტმა, ლავ ბეილიმაც დაადანაშაულა ძალადობაში. ბეილი იხსენებს, რომ ფოტოგადაღებისთვის მენსონის სახლში მისულმა მომღერლის სახლში შუშის გალია ნახა, სადაც, მისი რწმენით, მენსონი ქალებს კეტავდა. გადაღებაში მონაწილეობა მსახიობ ქალს უნდა მიეღო, რომელიც, ბეილის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბეილიმ ქალის დახმარება სცადა. ამის შემდეგ მენსონმა სტილისტს თავზე იარაღი მიადო და დაემუქრა. ბეილიმ აღნიშნა, რომ აქამდე ამ ამბის გამხელის ეშინოდა, თუმცა ევან რეიჩელ ვუდის აღიარებამ ძალა მისცა.
ძალადობის ბრალდებას ტვიტერზე მენსონის ყოფილი საცოლე, როუზ მაკგოვანიც გამოეხმაურა. მაკგოვანი კამპანია #MeToo-ს აქტივისტია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2017 წელს ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა. მაკგოვანმა აღნიშნა, რომ თავად მენსონის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ეს ფაქტი არაფერს ამტკიცებს. მაკგოვანს სჯერა დაზარალებული ქალების და ამაყობს ყველა იმ ადამიანით, რომელიც მოძალადის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას არ ერიდება.
ფოტო: Angela Weiss/Getty Images
აღნიშნული ბრალდებების ფონზე, საზოგადოებამ 1995 წელს მერილინ მენსონის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიაც გაიხსენა. ავტობიოგრაფიაში მენსონი ამტკიცებს, რომ ყოფილ მეგობართან, ტრენტ რეზნორთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალი გააუპატიურა. რეზნორი ეს დეტალი საჯაროდ უარყო და დასძინა:
"წლებია, მენსონის, როგორც პიროვნების მიმართ ჩემს ანტიპათიას არ ვმალავ. მასთან ურთიერთობა 25 წლის წინ გავწყვიტე. როგორც ადრეც ვთქვი, ავტობიოგრაფიის აღნიშნული მონაკვეთი გამოგონილია. ამის გამო დღემდე შეურაცხყოფილი და განრისხებული ვარ".
ბრალდებებს მუსიკოსი ფიბი ბრიჯერსიც გამოეხმაურა. ბრიჯერსმა გაიხსენა, რომ 12 წლის ასაკში, როცა მერილინ მენსონის ფანი იყო, მომღერლის სახლში სხვა ფანებთან ერთად ტურზე აღმოჩნდა. მენსონმა მათ უთხრა, რომ სახლში გასაუპატიურებლად სპეციალური ოთახი ჰქონდა მოწყობილი. მაშინ ბრიჯერსმა ეს განცხადება მომღერლის ცუდ იუმორს მიაწერა: "ამის შემდეგ, მისი მოსმენა შევწყვიტე".
ბრიჯერსმა ტვიტერზე ევან რეიჩელ ვუდსა და სხვა ქალებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ევან რეიჩელ ვუდსის მიერ საჯაროდ დადანაშაულების შემდეგ, მერილინ მენსონმა ბრალდებები უარყო და მათ "რეალობის დამახინჯება" უწოდა.
"იგი თინეიჯერობისას დამიახლოვდა ურთიერთობის დამყარების მიზნით და მას შემდეგ, წლების განმავლობაში, საზარლად ძალადობდა ჩემზე. ტვინის გამორეცხვით და მანიპულირებით მოახერხა, მორჩილად ვექციე. მე აღარ ვიცხოვრებ შურისძიების, ცილისწამებისა და შანტაჟის შიშში. მზად ვარ, გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი მათ წინაშე, ვინც მას გზა გაუხსნა; სანამ იგი სხვების სიცოცხლესაც გაანადგურებს. მე იმ მსხვერპლების გვერდით ვდგავარ, რომლებიც აღარ გაჩუმდებიან", — დაწერა Westworld-ის მსახიობმა 1 თებერვალს ინსტაგრამზე.
ფოტო: Getty Images
გავრცელებულმა ბრალდებებმა მერილინ მენსონი უკვე საკმაოდ დააზარალა. Loma Vista Recordings-მა მომღერალთან დადებული კონტრაქტი გააუქმა. მენსონმა კომპანიასთან თანამშრომლობით 2020 წელს მუსიკალური ალბომი We Are Chaos გამოუშვა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ბრალდების შემდეგ კომპანიამ საიტიდან მერილინ მენსონის ვებ გვერდიც წაშალა.
მერილინ მენსონი აღარც სერიალებში Creepshow და American Gods გამოჩნდება. Creepshow-ის ახალ სეზონში მას სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს, American Gods-ის ბოლო სერია კი ეთერში მანამ არ გავა, სანამ სერიიდან მომღერლის მონაწილეობით სცენებს არ ამოჭრიან.
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
კომენტარები