მედიქლაბჯორჯიამ JCI რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა
ფოტო: MediClubGeorgia
სამედიცინო ცენტრმა მედიქლაბჯორჯია 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა Joint Commission International (JCI) რეაკრედიტაციის აუდიტი და უკვე მეორედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სამი წლის ვადით. მედიქლაბჯორჯია 2017 წლიდან დღემდე ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებს. მედიქლაბჯორჯია ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 620 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით.
Joint Commission International წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაციის The Joint Commission შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს. JCI აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებად და ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.
2020 წლის დეკემბერში, JCI-ის აუდიტორთა ჯგუფის მიერ განხორციელდა სამედიცინო ცენტრ მედიქლაბჯორჯიას საქმიანობის სრული სპექტრის აუდიტი ჰოსპიტალური სერვისებისთვის (სტაციონარული, ამბულატორიული, და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება) დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. შეფასება მოიცავდა მომსახურების ყველა ასპექტს, როგორიცაა: პაციენტის უსაფრთხოება, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემები, მედიკამენტების მენეჯმენტი, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ქირურგიული და საანესთეზიო მომსახურება, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, საექთნო მოვლა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების განათლება და უფლებების დაცვა, სამედიცინო ეთიკა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის კომუნიკაცია/მენეჯმენტი, სამედიცინო პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია, შენობის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ოპერირება, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტიანობა, მმართველობითი გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა, სასწავლო რესურს-ცენტრის საქმიანობა.
"მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მოვიპოვეთ JCI აკრედიტაცია. 2017 წლიდან, მედიქლაბჯორჯია ანალოგიური აკრედიტაციის მქონე პირველი და ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ხარისხის ამ სააკრედიტაციო სერტიფიკატს ფლობს. მედიქლაბჯორჯიას სახით, საქართველოს გამოჩენა JCI-ის მიერ აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მარტო ჩვენი ცენტრისთვის, არამედ ზოგადად ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა — სწორედ ამგვარი მიდგომა გვეხმარება, რათა შევინარჩუნოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე", — აცხადებს მედიქლაბჯორჯიას გენერალური დირექტორი, ნუგზარ აბრამიშვილი.
ფოტო: MediClubGeorgia
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მედიქლაბჯორჯია, პრაქტიკულად, უნივერსალური სამედიცინო ცენტრია თავისი პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მხოლოდ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე მუშაობს. JCI აკრედიტაცია საშუალებას იძლევა, ნებისმიერ ახალ გამოწვევას ვუპასუხოთ და ეს ჩვენი თითოეული თანამშრომლის, როგორც სამედიცინო, ასევე, არასამედიცინო პერსონალის, დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგია. წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ერთიან საქმეში. იმედი მაქვს, რომ მედიქლაბჯორჯია შეინარჩუნებს დანერგილ სტანდარტს და ყოველთვის მოწინავე სამედიცინო დაწესებულება იქნება. ჩვენი მიზანია, უწყვეტად, ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და ამავდროულად, ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში", — აღნიშნავს ცენტრის სამედიცინო დირექტორი, გიორგი გოცაძე.
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები