10 მიზეზი, რატომ არის ბავშვებისთვის ხის სათამაშოები უკეთესი
ხშირად ისეთი საკითხის გადაწყვეტა, როგორიც ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევაა, სრულიად უმნიშვნელო გვგონია, თუმცა, სინამდვილეში, თუ სწორ არჩევანს გააკეთებთ, გარემოს, ბავშვის უსაფრთხოებასა და თქვენს ფინანსებს ერთდროულად გონივრულად გაუფრთხილდებით.
ბავშვისთვის ყველას მუდამ მხოლოდ ყველაზე კარგი ემეტება და გაიგეთ, როგორ უნდა შეარჩიოთ სწორედ საუკეთესო თავშესაქცევი ნივთები პატარებისთვის: უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნახეთ, რა უპირატესობები აქვს ხის სათამაშოს და რატომ იმსახურებს ის თქვენგან მეტ ყურადღებას.
1. ხის სათამაშო ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა
სათამაშოების შეძენისას, ალბათ, ბევრი თქვენგანი არ ფიქრობს, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს ერთი შეხედვით უწყინარი ნივთები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე წარმოდგენილი სათამაშოების უმეტესობა პლასტმასისაგანაა დამზადებული, არც ისე იშვიათად ისინი სახიფათოც კია: პირველ რიგში, პლასტმასა მარტივად ტყდება, ბავშვები კი, ყველას კარგად მოეხსენება, განსაკუთრებული სინაზით სულაც არ ეპყრობიან ნივთებს. ამიტომაც, მოულოდნელად შეიძლება დაიზიანონ თავი. ასევე მსგავსი სათამაშოები ხშირად ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელთან ხშირი კონტაქტიც (მაგალითად, პირში ჩადებით) მავნე ნივთიერებები შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში.
აი, ხის სათამაშოების შემთხვევაში კი თავი სრულიად დაცულად შეგიძლიათ იგრძნოთ: თქვენი პატარების ჯანმრთელობას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, რადგან ბუნებრივი მასალაა და უსაფრთხოა. ამასთან, როგორც წესი, ეკომეგობრული მწარმოებლები ხის სათამაშოებს ბუნებრივი საღებავებით ღებავენ, რაც, ასევე, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
2. უფრო ეკომეგობრულია
ერთია, თქვენი პატარების უსაფრთხოება, თუმცა მეორე — ჩვენი საცხოვრებელი გარემოს და მთელი დედამიწის დაცვა: რადგანაც თანამედროვე სათამაშოების უმეტესობა პლასტმასისგან მზადდება, მათი ნაგავში მოსროლის შემდეგ გარემოს დიდი ზიანი ადგება. ეს კი ძალიან ხშირად ხდება: პლასტმასის სათამაშოები დიდხანს ვერ ძლებს და მუდმივად გვიწევს ახლის შეძენა. ამასთან, თავად პლასტმასას წარმოება ატმოსფეროში სათბური აირების გაფრქვევას უწყობს ხელს. დღეს კი, როცა კლიმატის ცვლილება გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალია.
ხის სათამაშოები დაგეხმარებათ, თქვენი წვლილი შეიტანოთ გარემოს დაცვის საქმეში და ბავშვების უსაფრთხოებასთან ერთად, ამ პლანეტაზე მათ მომავალსაც გაუფრთხილდეთ.
3. დიდხანს ძლებს
თუ განსაკუთრებულად გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად გიწევთ ახალი სათამაშოების ყიდვა, რადგან ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდება ან იმტვრევა, ხის სათამაშოები ამ შემთხვევაშიც იდეალური გამოსავალი იქნება: ისინი არა თუ რამდენიმე თვე, არამედ რამდენიმე წელსაც კი ძლებს და სხვა თაობის ბავშვებსაც კი შეგიძლიათ შემოუნახოთ და ერთგვარ განსაკუთრებულ საოჯახო ტრადიციად აქციოთ.
4. გაცილებით იაფია
ბავშვებისთვის საჭირო გასართობი საშუალებების უზრუნველყოფა გარკვეულ თანხებთან რომაა დაკავშირებული, ესეც ყველასთვის ცნობილია. თუ გინდათ, ყველაფერთან ერთად თქვენს ფინანსებსაც გაუფრთხილდეთ, მაშინ არჩევანი ნამდვილად ხის სათამაშოებზე უნდა გააკეთოთ: ჯერ ერთი, იმ თანხით, რაც შეიძლება პლასტმასის სათამაშოში გადაიხადოთ, გაცილებით უფრო საინტერესო და მასშტაბურ ხის ფიგურებს შეიძენთ; ამავდროულად კი, ისინი იმდენად გამძლეა, რომ გატეხვის გამო ახლის ყიდვაზე ფიქრი საერთოდ თუ არა, ძალიან დიდხანს მაინც არ მოგიწევთ.
5. შემეცნების დონეს ამაღლებს
გარდა იმისა, რომ ბავშვები სათამაშოებით დროს მხიარულად ატარებენ, ამავდროულად ისინი ბევრ რამეს სწავლობენ: დიახ, სათამაშოები მათთვის სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი გზაა. შესაბამისად, რაც უფრო საინტერესო სათამაშოს შეურჩევთ პატარებს, მით უფრო მაღალი იქნება ადრეული ასაკიდან მათი ინტელექტის დონე.
აი, ქართული კომპანია კუ ბიკი ამ მხრივ ნამდვილად საინტერესო არჩევანს გთავაზობთ: თქვენს პატარებს ათასგვარი თავსატეხით შეგიძლიათ გაუმრავალფეროვნოთ ყოველდღიურობა.
6. სენსორულ და მოტორულ უნარებს ავითარებს
ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სხვაობაც კი, როგორიცაა ხის მასალა, ბავშვებს მეტ სტიმულს აძლევს, რომ მას ხშირად შეეხონ და ასე განივითარონ სხვადასხვა ფორმისა თუ ტექსტურის აღქმა.
გარდა ამისა, ხის სათამაშოები ბავშვებს წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებითა და თითებით შესრულებულ მოძრაობას) უვითარებს. თავად წვრილი მოტორიკა კი აზროვნების, მეტყველების, მეხსიერებისა და აღქმის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, ხის მრავალფუნქციური სათამაშო საქმიანი ყუთი კუ ბიკისგან სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. ის ბავშვებს, თამაშის პარალელურად, კონცენტრაციის, წარმოსახვისა და სივრცის აღქმაში ეხმარება.
7. ბავშვებს სოციალურ ინტერაქციაში ეხმარება
ხის სათამაშოების უმეტესობა იმ ტიპისაა, რომ ერთზე მეტ ბავშვს ერთდროულად შეუძლია გუნდურად ითამაშოს, გარკვეული დავალებები შეასრულონ და ასე თანტოლებთან ურთიერთობის უნარები უფრო დახვეწონ.
8. ფანტაზიას ავითარებს
ამ ტიპის სათამაშოები ძირითადად გარკვეული ამოცანების ამოხსნას, ფიგურების შექმნას ან აწყობას მოიცავს, რაც უკვე მზა პლასტმასის სათამაშოებისგან განსხვავებით, ბავშვებს მეტ თავისუფლებას აძლევს, რათა თავიანთი შემოქმედობითობა მაქსიმალურად გამოავლინონ.
9. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ხის სათამაშოებთან ურთიერთობისას ბავშვები გაცილებით მშვიდად იქცევიან: ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს მათ ემოციურ ინტელექტზე კარგად მოქმედებს, თუმცა ამავდროულად, მათში აგრესიისა და შფოთვის დონეც იკლებს.
10. ოჯახის წევრებისთვისაც უფრო მშვიდ გარემოს ქმნის
პლასტმასის სათამაშოებს ხშირად ბრჭვიალა განათებები ახლავს თან ან სხვადასხვა ხმას გამოსცემს, რაც ბავშვებს უბიძგებს, რომ უფრო მეტად იხმაურონ. ამის გამო ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის ბავშვების გართობის პროცესი ხშირად გაუსაძლისი ხდება ხოლმე, მაგრამ ხის სათამაშოები, იმასთან ერთად, რომ გაცილებით ნაკლებ ხმაურს იწვევს, ბავშვებისგანაც უფრო მეტად დამაფიქრებელ ქმედებებს მოითხოვს და ისინიც მაქსიმალურად იშვიათად იყენებენ ხის ფიგურებს იმისთვის, რომ უბრალოდ იხმაურონ.
ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტს ზედმიწევნით აკმაყოფილებს ხის სათამაშოების ქართული კომპანია კუ ბიკი და თუ თქვენი პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად შემეცნებით სათამაშოებს ეძებთ, მათი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს მარტივად შეარჩევთ.
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები