10 შეცდომა, რომელსაც საჭმლის მომზადებისას ყველაზე ხშირად ვუშვებთ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თუ ინტერნეტში ათასგვარ რეცეპტს კითხულობთ ან კიდევ გამოცდილი მზარეულების ვიდეოებს გაფაციცებით ადევნებთ თვალს და თქვენ მიერ მომზადებული კერძები მაინც არ არის ისეთი გემრიელი, როგორიც ჩანაფიქრში იყო, დიდი ალბათობით, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და არა უბრალოდ ის, რომ "მზარეულად არ დაბადებულხართ".
პროფესიონალ შეფებს ჰკითხეს, თუ რა შეცდომებს უშვებენ მზარეულები ყველაზე ხშირად და მათაც ყველაზე გავრცელებული შემთხვევები დაასახლეს:
1. მარილი სულაც არ არის ის, რისიც უნდა გვეშინოდეს. პირიქით — ის თითქმის ყველა შემთხვევაში კერძის აუცილებელი ინგრედიენტია და ზომიერად გამოყენება უნდა ვიცოდეთ
2. ღუმლის ხშირად შემოწმება ცუდი იდეაა — ტემპერატურის ცვლილება კერძის ცხობაზე ცუდად მოქმედებს. თუმცა ისე უყურადღებოდაც ნუ დატოვებთ, რომ ბოლოს დანახშირებული სიურპრიზი დაგხვდეთ
3. კერძს განსაკუთრებულ არომატს მწვანილი მაშინ სძენს, თუ ის ქორფაა, ამიტომაც მაქსიმალურად თავი აარიდეთ დაძველებული, დაჭკნობილი მწვანილის გამოყენებას
4. მომზადების პროცესში ხშირად უნდა გაუსინჯოთ კერძს გემო, რათა დროულად მიხვდეთ, რამე ხომ არ დააკელით
5. თანაბრად დაჭრილი ბოსტნეული სასიამოვნო ვიზუალთან ერთად უკეთესი გემოს საწინდარია
6. რეცეპტებში მითითებული ზუსტი რაოდენობების განსაზღვრას ძალიანაც ნუ გადაჰყვებით: ხანდახან ინტუიციას უნდა მიჰყვე და უკეთ გაიგებ, როგორ მიაღწიო სასურველ შედეგს
7. კარგი ცომის საიდუმლო ხშირად ფქვილის ხარისხია
8. პასტის მოხარშვისას არასდროს დაგავიწყეთ მარილის ჩამატება: მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სოუსს უმზადებთ, ასე მაინც ყოველთვის უკეთეს შედეგს მიიღებთ
9. როგორც წესი, ბლაგვი დანა ყველაფერს აფუჭებს და მომზადების პროცესს ჯოჯოხეთად გიქცევთ, ამიტომ ყოველთვის იქონიეთ ბასრი დანა
10. ყველაფერს მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული ზეითუნის ზეთი სულაც არ სჭირდება: ხანდახან სხვა მცენარეული ზეთი ან კარაქი უკეთესი ვარიანტია
ბონუსი: რამდენად საოცარი მზარეულიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ, რომ სამზარეულო ბრძოლის ველს არ დაამსგავსოთ – თქვენ მიერ დასვრილ ჭურჭელს თავადვე უნდა მიხედოთ
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები