მმართველი გუნდის გამოხმაურებები უვიზო მიმოსვლაზე
დღეს, 3 თებერვალს ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროპარლამენტარების ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმურნენ საქართველოს პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები. ისინი საქართველოს მოქალაქეებს ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯს ულოცავენ.
საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი
"მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნლოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას, აღმასრულებელს და საკანონმდებლოს - პარლამენტს, როგორც მოქმედს, ასევე, წინა ხელისუფლებებს, იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის. ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის, გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან, რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში. და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და მომხმარებლები იქნებიან."
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე
"ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით. მივიღეთ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა ევროპარლამენტისგან. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება. დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. მინდა მადლობა გადავუხადო რა თქმა უნდა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო პირადად პრემიერ კვირიკაშვილს, რომელსაც განსაკუთრებული პერსონალური წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში. მთავრობის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვენს ელჩს ნატა საბანაძეს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ამ მიზნების განხორციელებაში."
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე
"დღეს ყველამ ერთად დავინახეთ ღია ეთერით, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის და ევროპული პარტიების მხრიდან. თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა, რომელიც განახორციელდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და არა მხოლოდ, რომელიც ხორციელდება ევროინტეგრაციის პროცესში, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს. ეს გადაწყვეტილება არის პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც."
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე
ფოტო: თავისუფალი დემოკრატები
"ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მეტი დაახლოება მოხდეს და რასაც პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ვეძახით ჩვენი ქვეყნისა ევროკავშირთან, ესეც, რა თქმა უნდა, დიდწილად შეუწყობს ხელს, თუმცა კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ის კრიტერიუმები, ის პირობები, რაც უნდა დააკმაყოფილონ მათ ევროკავშირში მოკლევადიანი მიმოსვლის თვალსაზრისით და რა არ უნდა გააკეთონ, ამავე დროს. სწორედ ამიტომაც ჩვენი სამინისტრო და ჩვენი აპარატი იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით."
საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი
"ევროპარლამენტმა აღიარა ის, რომ ის ძალიან მასშტაბური რეფორმები ყველა სფეროში - მიგრაციის, კორუფციასთან ბრძოლის, ტრეფიკინგთან ბრძოლის უსაფრთხო დოკუმენტების დამკვიდრების და სხვა რეფორმები რაც გავატარეთ, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ისინი არის მაღალი შეფასების მქონე და დღეიდან უკვე იწყება ის პროცესი, რაც რამდენიმე კვირაში გზას გაგიხსნით თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაუროთ შენგენის ზონაში. ჩვენ ამ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ღირსეულად წარმოვადგენთ ჩვენს სახეს, ჩვენს ქვეყანას. დავიცავთ იქაური ქვეყნების კანონებს და ჩვენი საქართველოს ტრადიციებს ევროპულ ღირებულებებს გავუზიარებთ მათ ისე, რომ მათ სრული, რეალური შთაბეჭდილება და წარმოდგენა ჰქონდეთ იმ ისტორიული რეალობის შესახებ, რომ დიახ, საქართველოს ბუნებრივი ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში."
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე
ამ მოვლენას, ალბათ, თანაბარი სიხარულით და მოლოდინით აფასებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მეც მინდა მოლოდინებს, ამ სიხარულს შევუერთდე, მივულოცო ყველა ადამიანს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების დღე. ასე ახლოს ჩვენი ქვეყანა ევროპასთან არასდროს ყოფილა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი
"იმ პერიოდში, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირს მიგრაციის კუთხით ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს მან კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს იმ რეფორმების გამო, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ. იმ რთული გზის გამო, რომელიც გამოვიარეთ ერთად. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს საჯარო მოხელეებს, ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ შედეგის დადგომაში."
გაიგეთ მეტი: რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის?
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა







კომენტარები