კალაძე: 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად — ნუცუბიძიდან ვაშლიჯვრამდე
ფოტო: თბილისის მერია
ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეიდან, 20 იანვრიდან, 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით — ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრისკენ.
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ისაუბრა ახალი გზის მშენებლობაზე, რომელიც მუხრან მაჭავარიანის ქუჩას დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირთან. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია, მშენებლობის არეალში წყალსადენი მილების განთავსების ტრაექტორიის ცვლილება. სწორედ წყალსადენი მილების მონტაჟის გამო შეიზღუდება მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩის ნაწილზე.
"ამ ეტაპზე უნდა მოხდეს საავტომობილო გზის გასწვრივ, ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1 000 და 1 200 მილიმეტრიანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ, მოქმედ მილსადენებზე, რისთვისაც, საჭიროა მაჭავარიანის ქუჩის ორ ადგილზე — ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, ბიპის ბენზინგასამართ სადგურამდე მონაკვეთში უნდა გადაიჭრას ეს გზის არეალი. შესაბამისად მოგვიწევს მოძრაობის შეფერხება", — განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გზას, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, იგი იქნება ორი კილომეტრი სიგრძის, ოთხზოლიანი — ორ-ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი ზოლით.
"პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას", — განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, გზის მშენებლობა გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში დასრულდება.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები