NASA მკვეთრად გამოხატული ცენტრისა და გრძელი დაბოლოებების მქონე გალაქტიკის ფოტოს გვიზიარებს
15 იანვარს NASA-მ გამოაქვეყნა სპირალური გალაქტიკის საოცარი ფოტო, რომლის ცენტრი უამრავი ვარსკვლავისგან შედგება. კოსმოსური სააგენტო წერს, რომ ჩვენგან 67 მილიონი სინათლის წლით დაშორებული NGC 613 გალაქტიკა სპირალური გალაქტიკის მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს. მისი გარჩევა სხვა გალაქტიკებისგან საკმაოდ ადვილია, რადგან მას აქვს კარგად გამოხატული ცენტრი და გრძელი მკლავები, რომლებიც სპირალურად ბრუნავს გალაქტიკის ბირთვის გარშემო.
NASA-ს მიხედვით, NGC 613 გალაქტიკა პირველად 1978 წელს აღმოაჩინა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა. 2016 წელს, როდესაც მას მოყვარული ასტრონომი, ვიქტორ ბუზო ტელესკოპზე თავის ახალ კამერას ცდიდა, მისი ყურადღება მიიქცია სინათლის ლაქამ, რომელიც 67 მილიონი წლის დაშორებით მოქანდაკის თანავარსკვლავედში განლაგებული ზეახალიდან მოდიოდა — ეს იყო ორი ვარსკვლავური ბირთვის მქონე ზეახალი, ბირთვებს კი ერთმანეთისგან მტვრის ნაკადი ყოფდა.
მოგვიანებით, როდესაც მას NASA-ს და ESA-ს ჰაბლის ტელესკოპით დააკვირდნენ, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ NGC 613 იყო სპირალური გალაქტიკა, რასაც აშკარას ხდიდა მისი კარგად გამოკვეთილი ცენტრალური ნაწილი და გრძელი მკვლავები, რომლებიც თითქოს გალაქტიკის ბირთვიდან გამოდიან.
სპირალური გალაქტიკის მკლავები გავლენას ახდენს ვარსკვლავების, მტვრისა და აირების მოძრაობაზე. მისი მიწისთხილის ფორმის ცენტრალური ნაწილი ვარკვლავის წარმოქმნისთვის საჭირო გალაქტიკურ ნივთიერებებს თავისკენ იზიდავს, რაც შედეგად გვაძლევს დიდი რაოდენობით სინათლის ელვისებურად გამოყოფას. ასტრონომები ფიქრობენ, რომ სპირალური გალაქტიკა მოგვიანებით იქცევა ელიფსურ გალაქტიკას. ეს უნიკალური აგებულების მქონე გალაქტიკა, თავისი ვარსკვლავებისა და მტვრის ლენტებით მუდმივად იწვევს კოსმოსის მოყვარულების განცვიფრებას. "ასეთ უზარმაზარ სამყაროში აუცილებლად უნდა არსებობდეს სიცოცხლე", — წერს ერთი NASA-ს Instagram პოსტზე. "საერთოდ ვიცით, რატომ იღებს ზოიერთი გალაქტიკა მსგავს ფორმას?" — კითხულობს მეორე. "ალბათ მანდ სადმე გალაქტიკური სამოქალაქო ომიც მიმდინარეობს", იხუმრა მესამემ.
კომენტარები