ახალი კვლევის თანახმად, ადამიანებში კოცნის, როგორც სიყვარულის გამომხატველი ფენომენი უძველესი წინაპრებიდან განვითარდა.

კოცნა უამრავ კულტურაში გვხდება და ის ყველგან სითბოსა თუ ინტიმურობის გამომხატველია.

გასულ წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ კოცნა მესოპოტამიაში 4500 წლის წინ უკვე მიღებული ფენომენი იყო.

ათასობით თიხის ფირფიტა, შემორჩენილი ადრეული ადამიანური კულტურებიდან, ცხადყოფს, რომ კოცნა ოდითგანვე რომანტიკულ და ინტიმურ დანიშნულებას ატარებდა.

თუმცა, როგორ დაიწყო ჩვენმა სახეობამ ამ გზით სიყვარულის გამოხატვა, დებატების საკითხია.

ერთი თეორიის თანახმად, კოცნა წარმოიშვა ზრუნვის ისეთი მახასიათებლებიდან, როგორიცაა პრემასტიკაცია, რა დროსაც მომვლელები კვებავენ ჩვილებს წინასწარ დაღეჭილი საკვებით.

მეორე თეორიის მიხედვით, კოცნის აქტი განვითარდა, როგორც ერთგვარი ტესტი, რა დროსაც პოტენციური პარტნიორები ერთმანეთის ჯანმრთელობას ორალური გზით ამოწმებდნენ.

ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Evolutionary Anthropology-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ჩაატარეს არსებული ჰიპოთეზების ყოვლისმომცველი მიმოხილვა.

მკვლევრებმა ასევე განიხილეს ცხოველთა სამყაროში ქცევის მსგავსი ფენომენი.

შიმპანზეები და ბონობოები იყენებენ მსგავს ჟესტებს.

შიმპანზეები და ბონობოები იყენებენ მსგავს ჟესტებს.

ფოტო: University of St Andrews

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მაიმუნები სექსუალურ აქტამდე ხშირად ერთმანეთს უვლიან, ბერავენ ტუჩებს და აშორებენ ერთმანეთს პარაზიტებს.

შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადამიანებში კოცნის ფენომენი ჰიგიენიდან აღმოცენდა. მათი თქმით, მაიმუნებში არსებული ფენომენი, რომელიც მოიცავს ტუჩების გამობერვასა და ერთმანეთის პარაზიტების შეწოვას, შეიძლება ყოფილიყო კოცნის საწინდარი.

ორანგუტანის შვილი "ჩანგი" კოცნის დედას

ორანგუტანის შვილი "ჩანგი" კოცნის დედას

ფოტო: Getty Images

"მაიმუნის სოციალური ქცევა იმაზე მეტყველებს, რომ კოცნა, სავარაუდოდ, პირის ღრუს კონტაქტის ბოლო ეტაპია, როდესაც "მომვლელი" გამოშვერილი ტუჩებით იწოვს თქვენს შემადგენელ ნივთიერებებს", — წერენ მკვლევრები.

მკვლევრების თქმით, ის რაც ოდესღაც შრომატევადი რიტუალი იყო მჭიდრო სოციალური კავშირების განსამტკიცებლად, თანდათან შეიკვეცა და გარდაისახა კოცნად. ამით მივიღეთ კოცნა, როგორც ნდობისა და კუთვნილების კრისტალიზებული სიმბოლო.

ამ თეორიით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოცნა ჯერ კიდევ ჰომო საპიენსების წინაპრებში დამკვიდრდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.