როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი ადამიანები ტრამპის მხარდამჭერების ამბოხს
6 იანვარს აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დაამტკიცა. გადაწყვეტილების მიღების პარალელურად მიმდინარეობდა ბაიდენის დამარცხებული კონკურენტის, დონალდ ტრამპის, მხარდამჭერების პროტესტი, რომელიც, მოგვიანებით, დაპირისპირებასა და კაპიტოლიუმში შეჭრაში გადაიზარდა.
პროტესტის უკიდურესმა ფორმამ, რომელიც ძალადობრივ აქტად იქცა, რამდენიმე სამართალდამცველის დაშავება და დაპირისპირებაში მოყოლილი ქალის სიკვდილი გამოიწვია.
აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი ამერიკელები გამოეხმაურნენ. ზოგმა მათგანმა პირდაპირ დაგმო ტრამპის მხარდამჭერების ქმედებები, ნაწილმა კი პროცესი მოძრაობას შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია შეადარა, რომელიც სისტემური ჩაგვრისა და რასიზმის წინააღდეგ მიმართული პროტესტი იყო, თუმცა არაერთი ადამიანის, მათ შორის დონალდ ტრამპის, მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა.
1. კრის ევანსი
ამერიკელი მსახიობი და Avengers-ის ვარსკვლავი მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა. "დამუნჯებული ვარ", — წერს ევანსი. მოგვიანებით მან კიდევ ორი პოსტი გამოაქვეყნა ამ თემაზე და აღნიშნა, "რა ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა, ისინი რომ თეთრკანიანები არ იყვნენ". ამასთან, მსახიობის შეფასებით, ეს პროცესები "ბევრ ადამიანს აძლევს ხელს".
2. მარკ რუფალო
Marvel-ის კიდევ ერთი ვარსკვლავის, მარკ რუფალოს პოსტი ტვიტერზე ეგრეთ წოდებულ 25-ე შესწორებისკენ მოწოდებას შეეხებოდა, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციაში განსაკუთრებული ვითარებით (გარდაცვალებით, გადადგომით) გამოწვეულ პრეზიდენტის შეცვლის წესებს განსაზღვრავს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება უწევს, თუკი იგი შეუფერებელია მისთვის ან ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
"ეს ყველაფერი აბსურდია. შეხედეთ ამ უკანონობის და თავნება უგუნურების სახეს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ხალხი. ისინი დემოკრატიის მტრები არიან", — წერს რუფალო მომდევნო პოსტში.
3. სტივი უონდერი
25-ე შესწორებაზე გაამახვილა ყურადღება ცნობილმა მომღერალმა სტივი უონდერმა.
"დროა, ამ ქვეყნის ლიდერებმა 25-ე შესწორებას მიმართონ. აშკარა არაა ეს? ურწმუნოებით ამავსო იმ ყველაფერმა, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. ქვეყანაში, რომელიც სიყვარულსა და იმედზე ჩემ მიერ დაწერილი სიმღერების შთაგონების წყარო იყო", — წერს უონდერი.
მომდევნო პოსტებში მან ამერიკას მოუწოდა, ქვეყნის სახელს პატივი სცეს. უონდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია ნარცისიზმით შეპყრობილი საშიში პრეზიდენტით, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
"ეს კაცი, რომელსაც მარცხის აღიარება არ შეუძლია, პრეზიდენტი არ უნდა იყოს. კიდევ ორი კვირა მოვიცადოთ? მე უარს ვამბობ", — აცხადებს მომღერალი.
4. შონდა რაიმსი
ცნობილმა სცენარისტი და ისეთი სერიალების შემქმნელი, როგორიც გრეის ანატომია და Scandal არის, ტვიტერზე ერთ-ერთი მედიაგამოცემის პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ტრამპის "მხარდამჭერები" უწოდა.
"არც 'მხარდამჭერები' და არც 'აქტივისტები'. მათ 'ტერორისტები' ჰქვიათ", — წერს რაიმსი.
ტერორისტებად მოიხსენია ისინი მსახიობმა სინთია ნიქსონმაც.
5. საშა ბარონ კოენი
ბრიტანელმა კომიკოსმა, საშა ბარონ კოენმა, რომელიც ყველაზე მეტად მის მიერ შესრულებული ბორატის როლითაა ცნობილი, ტვიტერზე გუგლის, იუთუბისა და ფეისბუქის აღმასრულებელ დირექტორებს მათ პლატფორმებზე ტრამპის დაბლოკვისკენ მოუწოდა.
"დონალდ ტრამპი ძალადობრივად დაესხა თავს ამერიკულ დემოკრატიას. არის თუ არა ეს, საბოლოოდ, საკმარისი, რომ იმოქმედოთ? დროა, დონალდ ტრამპი ერთხელ და სამუდამოდ დაბლოკოთ თქვენს პლატფორმებზე", — წერს ბარონ კოენი.
6. სტივენ კინგი
პოპულარული ამერიკელი მწერალი და ჰორორისა და ფენტეზის ჟანრის არაერთი ბესტსელერის შემქმნელი, სტივენ კინგი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უილიამ ბატლერ იეტსის ლექსიდან მოხმობილი ციტატით გამოეხმაურა.
"როგორი საზარელია ურჩხული, როცა, საბოლოოდ, მისი დრო დგება და ზლაზვნით მიიწევს ვაშინგტონისკენ, რათა იშვას".
7. Cardi B
"სად არიან სახელმწიფო მცველები?" — ასე გამოეხმაურა ვითარებას ამერიკელი რეპერი.
"ირონია სახალისოა", — დაწერა მოგვიანებით მან, — "სამართლიანობის მოთხოვნისთვის ადამიანები ველური მხეცები არ იყვნენ გასულ ზაფხულს, და ახლა? ნება მომეცით, ვუყურო".
8. ქლოი კარდაშიანი
"თეთრკანიანების უპირატესობის განსახიერება. როგორი ამაზრზენია. გული მერევა", — წერს ამერიკელი ტელევარსკვლავი და მოდელი, რომლის დის — კიმის — ალბათ უკვე ყოფილი ქმარი, კანიე ვესტი, თავადაც იბრძოდა პრეზიდენტობისათვის.
9. P!nk
"როგორც აშშ-ის მოქალაქეს, ორი ვეტერანის შვილს და კიდევ ერთი ვეტერანის დას, ძალიან მრცხვენია იმისი, რაც ახლა ვაშინგტონში ხდება. ფარისევლობა, სირცხვილი, დამცირება. არაპატრიოტი და ფარისეველი ცხვარი, რომელიც გამორჩენის გამო ყველაფერზე მიდის. როგორი სევდიანი დღეა ამერიკისთვის", — წერს გრემის სამგზის გამარჯვებული მომღერალი.
10. პოლ უესლი
"დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად დარჩება", — აცხადებს ცნობილი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა სერიალ ვამპირის დღიურებში შესრულებული როლით მოიპოვა.
11. დილან ო'ბრაიენი
"დაუყოვნებლივ გადააყენეთ თანამდებობიდან", — წერს სერიალ თინეიჯერ მგლისა და ლაბირინთში მორბენალის ფილმების სერიის ვარსკვლავი.
12. მერი ტრამპი
დონალდ ტრამპის ძმისშვილი, რომელმაც გასულ წელს სკანდალური ბესტსელერი გამოსცა და შემდგომ სასამართლოს წინაშე წარდგომაც კი მოუწია ამის გამო, ტვიტერზე ლაკონიური შენიშვნით შემოიფარგლა.
"ეს ყველაფერი აუხსნელი არაა — მათ ამის უფლება მისცეს", — წერს იგი.
13. ჯენიფერ ლოპესი
ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯო ბაიდენის მიმართვა გააზიარა, სადაც ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ახლა დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის მსხვერპლია".
14. ზენდეია
ემის მფლობელმა მსახიობმა ტვიტერზე ვიდეო გააზიარა, სადაც ჩანს, როგორ უშვებს პოლიცია აქტივისტებს დასარბევად.
"პოლიციამ მათ ჭიშკარი გაუღო". "მათ შეუშვეს. მშვიდად შეუშვეს", — წერია ვიდეოს აღწერაში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები