ცუდი ამინდი შეიძლება კარგი საბაბი იყოს ყოველდღიური სირბილის გადასადებად, მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ნორმალურ ტემპერატურასთან შედარებით, დაბალ ტემპერატურაზე ვარჯიში ბევრად უფრო პროდუქტიულია და არასასურველი ცხიმის წვაც უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

კვლევაში თერთმეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებდათ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ 0°C-ის ვარჯიშის პირობებში შედეგი სამჯერ უკეთესი იყო, ვიდრე ეს 21°C-ის პირობებში.

"ეს არის პირველი ცნობილი კვლევა, რომელიც შეისწავლის ცივი გარემოს ტემპერატურის გავლენას მწვავე მეტაბოლიზმზე მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს", — წერენ კანადის ლაურენტიანის უნივერსიტეტის მკვლევრები თავიანთ ნაშრომში.

როდესაც ჩვენი სხეულები აქტიურ მდგომარეობაშია, მათ უკეთესად შეუძლიათ სისხლში ნუტრიენტების და ცხიმოვანი დონის დამუშავება. ამ პროცესზე დაკვირვებისას, მკვლევრებმა გაზომეს კანის ტემპერტაურა, სხეულის ძირითადი ტემპერატურა, გულისცემა და ჟანგბადის რაოდენობა. სწორედ ამ პროცესმა და საბოლოო შედეგებმა აჩვენა სიცივეში ვარჯიშის ეფექტიანობა.

მხოლოდ რამდენიმე მოხალისეზე დაკვირვება, შეიძლება, ნაადრევი იყოს საბოლოო დაკსვნის გასაკეთებლად. თუმცა, კვლევის შედეგები ნამდვილად აღსანიშნავია და ის შეიძლება ამოსავალი წერტილი იყოს იმის დასადგენად, თუ როგორი გავლენა შეიძლენა იქონიოს ტემპერატურამ ვარჯიშზე.

ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ვარჯიშს შეუძლია დაგვიცვას დიაბეტისგან, გულის და ღვიძლის პრობლემებისგან და ბევრი სხვა დაავადებისგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის ვარჯიში მეტად თუ ნაკლებად ეფექტიანი.