ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2020 წელს დავკარგეთ
ფოტო: Getty Images
კორონავირუსმა მსოფლიოს გარშემო 1,78 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და თითოეული ამ ადამიანის დანაკარგი პირად ტრაგედიასთან და მისი გარშემომყოფების ტკივილთანაა დაკავშირებული. შარშან ამ დროს ნამდვილად არ ვიცოდით, რამდენად რთული წელი გველოდა და რამდენად ძლიერები შეიძლებოდა ვყოფილიყავით.
იმის მიუხედავად, რომ დანაკარგების წლის დიდი ნაწილი სოციალურ დისტანცირებაში გავატარეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთზე ზრუნვა და გაერთიანება საკუთარ კუნძულებზე გამოკეტილებსაც შეგვიძლია. სანამ 2021 წელში იმედიანად შევაბიჯებთ, გავიხსენოთ წლის მთავარი დანაკარგი — ადამიანები.
კობი ბრაიანტი
ჯიანა (ჯიჯი) და კობი ბრაიანტები 2019 წლის ივლისში
ფოტო: Ethan Miller / Getty Images
კალათბურთის ვარსკვლავი, 41 წლის კობი ბრაიანტი 25 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამ დროს კერძო თვითმფრინავში ცხრა მგზავრი იმყოფებოდა და ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. დაიღუპა ბრაიანტის 13 წლის შვილი, ჯიანა ბრაიანტიც.
ჩედვიკ ბოუზმენი
ფოტო: AFP
ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოუზმენი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი MARVEL-ის სუპერგმირი შავი პანტერა იყო, 43 წლის ასაკში ნაწლავის კიბოს გამო გარდაიცვალა.
რუთ გინსბურგი
ფოტო: Alamy
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე, რუთ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბოთი გამოწვეული გართულებები გახდა.
დაიანა რიგი
ფოტო: HBO
მსახიობი დაიანა რიგი, რომელიც ცნობილი იყო ოლენა ტირელის როლით Game of Thrones-ში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შონ კონერი
ფოტო: EPA
შოტლანდიელი მსახიობი შონ კონერი, რომელსაც მაყურებელი ყველაზე კარგად ჯეიმს ბონდის როლით იცნობდა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიეგო მარადონა
ფოტო: Getty Images
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ენიო მორიკონე
ფოტო: Alessandro Garofalo / Reuters
ოსკაროსანი იტალიელი კომპოზიტორი, რომელმაც დაუვიწყარი მუსიკალური კომპოზიციები 500-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დეივ პროუზი
ფოტო: THIERRY ZOCCOLAN AFP/File
დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი, დეივ პროუზი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კელი პრესტონი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი მსახიობი კელი პრესტონი 12 ივლისს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ასევე ჯონ ტრავოლტას ცოლი იყო.
კირკ დაგლასი
ფოტო: Getty Images
ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად მიიჩნეოდა.
მაქს ვონ სიდოუ
ფოტო: HBO
შვედი მსახიობი, მაქს ვონ სიდოუ, რომელმაც მაყურებლებს თავი არაერთ ფილმსა და სერიალში შესრულებული როლებით დაამახსოვრა თავი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იენ ჰოლმი
იენ ჰოლმი ფილმში The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring.
ფოტო: New Line Cinema
ცნობილი ინგლისელი მსახიობი იენ ჰოლმი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაყურებლები მას ყველაზე კარგად ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში შესრულებული როლით იცნობდნენ: ის ერთ-ერთ ჰობიტს, ბილბო ბეგინსს ასახიერებს.
ჯეს უოტერსი
ფოტო: IMDB /Twitter
ჯეს უოტერსი, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუ This Is Us-ის შექმნაზე მუშაობდა, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოლივია დე ჰევილენდი
ფოტო: Loew's Inc / Los Angeles Times
ქარწაღებულნის უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კიმ კი-დუკი
ფოტო: AP
სამხრეთკორეელი რეჟისორი კიმ კი-დუკი COVID-19-ის გამოწვეული გართულებების გამო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პიერ კარდენი
ფოტო: Charles Platiau / Reuters
მოდის ფრანგი დიზაინერი, პიერ კარდენი, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები