10 საახალწლო მოგონება, რომელიც 90-იანებისა და 2000-იანების ბავშვებს გვაერთიანებს
საახალწლო სამზადისი, სახლში დატრიალებული კერძების, ციტრუსისა თუ გოზინაყისთვის მობრაწული თხილეულის სურნელი, საახალწლო სურვილების სია, საშობაო ფილმები თუ სერიალები — ეს მომენტები ყველას ბავშვობის დაუვიწყარ მოგონებად შემოგვრჩა.
90-იანებისა და 2000-იანების ქართველ ბავშვებს სადღესასწაულო მოგონებები ყველასთვის საერთო ნიშნებით დაგვამახსოვრდა. მაშ ასე, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ამბები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით.
1. ნამცხვრის ყველაზე გემრიელი ნაწილი ამოყვანილი კრემის მონარჩენია
საახალწლო სამზადისი და მოპარული საგოზინაყე ნიგოზი ყველას გვახსოვს, მაგრამ არაფერი შეედრება თასის კიდეებზე მონარჩენი კრემის გემოს. რაც მთავარია, ამ პროცესის მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქცია არასდროს დაგვავიწყდება: საჩვენებელი თითის თასის კიდეზე შემოვლება და მოტკბო, ცხიმით გაჯერებული კრემის დაგემოვნება. ამ ყველაფრის მოსწრება მანამ, სანამ გასარეცხ ჭურჭელში გადადებული თასი, ამ ადგილას შემთხვევით აღმოჩენილს არ დაემსგავსება.
2. საახალწლო დღეების საუკეთესო სასუსნავი ბისკვიტის მობრაწული ნაპირებია
სადღესასწაულო ნამცხვრის ბისკვიტიც ძირითადად სახლში ცხვებოდა და რატომღაც ყველაზე დაოსტატებული კონდიტერიც ვერ ახერხებდა მის ისე გამოცხობას, რომ კიდეები არ მობრაწვოდა. თუმცა ამას ბევრად ჯადოსნური მიზეზი აქვს, ვიდრე არასწორი ტემპერატურა ან ცხობის დროა. ეგ მობრაწული კიდეები ხომ სადღესასწაულო დღეების საუკეთესო სასუსნავი იყო. დედა დამწვარ ადგილებს საგულდაგულოდ შემოჭრიდა და ბისკვიტის მონარჩენის შებოლილი სიტკბო ლუის ცხოვრების, კევინ მაკალისტერის თავგადასავლების თუ რობოტა და რობოტუნების ყურებას გასაოცარ წუთებად აქცევდა.
3. სანტა ბაღის თუ სკოლის ზეიმზე ლაპლანდიიდან არ ჩამოსულა - ბაღის დარაჯი, არტისტული მასწავლებელი თუ ენთუზიასტი მშობელია
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანტა არ არსებობს ან სვანეთის რომელიღაც კოშკში თოვლის ბაბუა არ სახლობს.
უბრალოდ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვია და ყველასთან სტუმრობა სასწაულმოქმედ სანტასაც კი არ შეუძლია. მერე რა, რომ ზეიმზე მოსულ შორეულ სტუმარს ნაცნობი ხმა და ნაკვთები ჰქონდა, ნაძვის ხის გარშემო ცეკვის ბედნიერებას ეს სულაც არ ჩრდილავდა, თანაც იცოდი, რომ შენთვის კარგად ნაცნობმა სანტამ მანდარინი და ტკბილეული მოგიტანა.
4. ყველა სამალავი, სადაც მშობლებს საახალწლო სუფრისთვის გადამალული ტკბილეული უსაფრთხოდ ეგულებათ
საახალწლო სუფრისთვის წინასწარ ნაყიდი და გადამალული ტკბილეული მშობლებს საიმედოდ დაცული ეგონათ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ კარადის ყველაზე მაღალ თაროზე მარტო დარჩენილი ტკბილეული ჩვენს ყურადღებას ითხოვდა და მგონი საკუთარ ადგილსამყოფელსაც თვითონ გვიმხელდა. სხვაგვარად ვერ აიხსნება ჩვენი უნარი, ყველაზე მოულოდნელ ადგილას გადანახული საგანძური გვეპოვნა. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვიწყებოდა კანფეტების ისე დაცინცვლა, რომ მშობლებს ეჭვი არ აღძვროდათ. ამ მისიას ზოგი შესანიშნავად ვახერხებდით, ზოგის ტყუილს კი მოკლე ფეხები ჰქონდა.
5. რაც უფრო თამამია საახალწლო წერილი, მით ნაკლებია შანსი, რომ სანტა სწორად წაკითხვას შეძლებს
ახალი წლის დილას, ბალიშის თუ ნაძვის ხის ქვეშ აღმოჩენილი საჩუქრები თუ ის არ იყო, რაც ჩაუთქვი, ე.ი. რაღაც არასწორად ქენი. სანტას კარგად შეეძლო ამოეცნო ბავშვის კალიგრაფია, თუ სურვილების ჩამონათვალი ახალ თოჯინას, წიგნს თუ ტკბილეულს ეხებოდა. რობოტი, კომპიუტერი თუ ფრენის ძალა ის სურვილები იყო, რომელიც სანტას თავგზას უბნევდა, მაგრამ გამოცდილება არასდროს ღალატობდა და მაინც იმ საჩუქარს არჩევდა, რომელიც ბავშვს ბედნიერებით აავსებდა.
6. ყველა საახალწლო რეკლამის სიუჟეტი და მისამღერი
რეკლამები, რომლებიც სხვა დროს გვძულდა, ახალ წელს შესანიშნავ განწყობას გვიქმნიდა. "უნდა დაიჯერო, რომ სასწაული ხდება" — მთელი წლის განმავლობაში მობეზრებულ რეკლამებს საახალწლო, ჯადოსნური, ფერადოვანი მისამღერები და სიუჟეტები ცვლიდა და ოცნების კარს გვიღებდა.
7. გაფრინდებიან თუ არა შერეკილები ან აქვს თუ არა უდიპლომო სასიძოს ცოლის მოყვანის შანსი
სადღესასწაულო დღეების სატელევიზიო ეთერს ძველი ქართული ფილმები იპყრობდა, ამ დროს მთელი ოჯახი იდეალურ თანხმობას აღწევდა და არავინ ითხოვდა სხვა არხზე გადართვას. სახლს ყველასთვის საზეპირო ფრაზები ავსებდა და კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი.
8. ვინ არიან ქართული ესტრადის აქტუალური ვარსკვლავები
საახალწლო კონცერტებზე შეკრებილი ქართველი მომღერლების ბრწყინვა და სკანდალური იმიჯი: მაია ჯაბუას ჭიპი თუ თიკო სადუნიშვილის საჯარო ამბორი ჩვენი საახალწლო ღამის აკომპანიმენტი იყო. უცხოური სიმღერების დამტვრეული ინგლისურით შესრულებული ცეცხლოვანი ვერსიები ბავშვობის არც ისე გემოვნებიანი, თუმცა ტკბილი მოგონებაა.
9. სანტა კლაუსი მოერევა თუ თოვლის ბაბუა
მითხარი, ვის უწერდი საახალწლო წერილს და გეტყვი ვინ ხარ შენ!
საქართველოს საკუთარი სურვილების შემსრულებელი ჰყავდა, აბა ისე როგორ?! თოვლის ბაბუა ჩურჩხელას, გოზინაყს და ჩირეულს ანიჭებდა უპირატესობას და არც ბუხარში დაცოცავდა, თუმცა ძალიან კეთილი იყო და ბევრად ახლოს, ამიტომ საჩუქარიც შეუფერხებლად მოჰქონდა. თუმცა ჩვენი ბავშვობის ამერიკული დეტალი — სანტა კლაუსი მაინც ნომერ პირველ გმირად დარჩა.
10. ბევრი მანდარინი სიყვითლეს იწვევს
მშობლების სასხვათაშორისო გაფრთხილება, რომელსაც სადღესასწაულო ხილის კონფისკაცია არასდროს მოჰყვებოდა ხოლმე, სულაც არ არის ტყუილი, ბევრი მანდარინი ცრუ სიყვითლეს იწვევს. მაგრამ ცრუს ალბათ არა უშავს. თავი როგორ უნდა შეგეკავებინა, როცა მანდარინის სურნელს და ყველაზე უფრო ტკბილ გემოს ახალი წლის ნაადრევად მოყვანაც კი შეეძლო.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები