რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე, 80 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს. 2012-2016 წლებში ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

გოგი ქავთარაძე 1963–1969 და 1972–1976 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო; 1969–1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-1976 წლებში —თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.

1976-1982 წლებში ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

1999-2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ასევე, მას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვს ხელი მოწერილ.

დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, გადაღებულია 25 ფილმში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.