ინგლისში ბენქსის ახალი ნახატი გამოჩნდა — ქალი, რომელიც აცემინებს
ინგლისში, ბრისტოლში, შენობის კედელზე იდუმალი გრაფიტისტის მორიგი ნამუშევარი გამოჩნდა.
ნამუშევარი, რომელსაც "აფცხიკ!!" ("Aachoo!!") შეერქვა, ტოტერდაუნის უბნის ერთ-ერთი სახლის კედელზეა გამოსახული და წარმოგვიდგენს ქალს, რომელსაც თავსაფარი აქვს შემოხვეული და აცემინებს, მისი კბილის პროთეზი კი ჰაერშია გამოსროლილი.
ადგილობრივი დეილ კომლი ამბობს, რომ ხუთშაბათს, 10 დეკემბერს, დილით ვიღაც "დიდი ტიპი" დაინახა, რომელსაც შუქამრეკლი ჟილეტი ეცვა. მისი აზრით, ის ბენქსი იყო.
არტისტმა მოგვიანებით ამ ნამუშევრის ავტორობა საკუთარ ვებსაიტსა და ინსტაგრამზე დაადასტურა.
როგორც ცნობილია, სახლის კედელზე არსებული ნამუშევარი დაფარული იყო, სანამ ხუთშაბათს დილით მას გამოაჩენდნენ.
27 წლის დეილ კომლი, რომელიც იმავე ქუჩაზე ცხოვრობს, ამბობს, რომ დილის 7 საათზე ყავას ადუღებდა და ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც ვიღაც კაცი დაინახა: "შუქამრეკლი ჟილეტი ეცვა, საპირისპირო მხარეს მოაჯირს ეყრდნობოდა და მთელი დრო კედელს უყურებდა. მოგვიანებით, სადღაც ერთ საათში, გარეთ გავიხედე და ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი იდგა".
ტოტერდაუნში მდებარე ვეილ-სტრიტი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო ქუჩაა. ყოველწლიურად 22-გრადუსიანი დახრილობის მქონე ამ ქუჩაზე აღდგომის კვირადღის კვერცხების გაგორების შეჯიბრი ტარდება და ბევრი ადამიანი იყრის თავს.
ხელოვნების ნიმუშმა, რომელიც ვეილ-სტრიტის ქვედა ნაწილში გამოჩნდა, ადგილობრივი მაყურებლების დიდი ყურადღება მიიპყრო.
34 წლის ტომმა თქვა, რომ სირბილის მარშრუტი შეცვალა, რათა ამ ნამუშევრის სანახავად მოვიდეს ხოლმე. "ვნახე, რომ ხალხი Twitter-ზე ამაზე საუბრობდა. მგონია, რომ ძალიან კარგია — ნამდვილად აქტუალურია", — თქვა მან.
47 წლის ჯეისონ ბარტლეტმა, რომელიც იმ ქუჩის ახლომახლო გაიზარდა, თქვა: "ეს ახალ ამბებში მოვისმინე და ვიფიქრე, რომ მივსულიყავი და მენახა. ბენქსი ყოველთვის ძალიან მომწონდა. ალბათ, ეს მათთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, ვინც ამ სახლს ფლობს".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები