კოსმოსური სააგენტოები ამბობენ, რომ ასტეროიდებზე, შესაძლოა, სიცოცხლის ნიშნები არსებობდეს
კოსმოსური სააგენტოები ემზადებიან მრავალრიცხოვანი საპასუხისმგებლო მისიებისთვის, რომლებიც დაგეგმილია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ასტეროიდებსა და მარსზე, რომლებზეც შესაძლოა აღმოჩნდეს უცხოპლანეტური ცივილიზაციის კვალი.
კერძოდ, ორგანიზაციები, მათ შორის NASA, მისი იაპონელი კოლეგა JAXA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) თანამშრომლობენ და მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს მოძებნონ სიცოცხლის ნიშნები კოსმოსში. მეცნიერები ამბობენ, რომ მარსისა და ასტეროიდების ნიმუშებს ისეთივე სიფრთხილით მოექცევიან, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ პათოგენებს, მაგალითად, ებოლას.
საინტერესოა, რომ NASA-ს შეუძლია საკუთარი ისტორიიდან მოიკვლიოს მსგავსი ობიექტების დიზაინი. კოსმოსურმა სააგენტომ მსგავსი ზომები მიიღო მთვარის პირველი მისიის დროს, NatGeo–ს თანახმად, მაგრამ ისინი გააუქმა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მთვარის ქანები არ შეიცავს არც სიცოცხლის კვალს და არც განსაკუთრებით საშიშ ნაერთებს.
მეცნიერები, ძირითადად, ნიმუშებს ისე ექცევიან, როგორც ბიოლოგიურ საფრთხეს, რათა დაიცვან ისინი ჩვენგან და არა პირიქით. ამასთან, NatGeo–ს თანახმად, საგანგებო ზომების მიღებისას ისინი ხელმძღვანელობენ "ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონით", რომელიც ითვალისწინებს ვაკუუმურ დალუქულ კარებსა და დამცავი აღჭურვილობის სრულ ნაკრებებს, ყველა მკვლევრისთვის.
JAXA–მ უკვე გაატარა მსგავსი ზომები Hayabusa-2 ნიმუშებთან, რომლებიც დედამიწაზე რამდენიმე დღის წინ დაეშვა. ნიმუშები ახლა უსაფრთხო ლაბორატორიაში, ტოკიოშია.
NASA კი ასტეროიდი ბენუს ნიმუშებს ელოდება, რომელიც შესაძლოა, ოდესღაც წყლისგან და ორგანული ნივთიერებებისგან შედგებოდა, პირველი ტესტი ამ ახალი ობიექტებისთვის სავარაუდოდ 2023 წელს ჩატარდება. მსგავსი წესების შემოღების შემდეგ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უფრო ახლოს დად საფუძვლიანად გაეცნობიან მარსიდან დაბრუნებულ ქანებს.
კომენტარები