ლელო ISFED-ის პარალელური დათვლის განახლებულ შედეგებს ეხმაურება
ფოტო: ლელო
პოლიტიკურ გაერთიანება ლელო ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ დასკვნას საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით.
"როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების მასობრივ და ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვეყრდნობით არა მხოლოდ რომელიმე ერთი ორგანიზაციის ერთ ანგარიშს თუ შედეგების დათვლას, არამედ იმ დარღვევებს, რომლებიც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს, მრავლად დააფიქსირეს საკუთრივ ლელოს ლიდერებმა და აქტივისტებმა, არაერთმა მედია საშუალებამ თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ: ვგულისხმობთ დაშინების, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს.
ამავე დროს, ცხადია, რომ იმ მცირე რაოდენობის შემთხვევებში, როდესაც მოხდა უბნის შედეგების გადათვლა, დადასტურდა, რომ ბიულეტენები არასწორად იყო დათვლილი. სწორედ ამ რეალობის შემდეგ, ასობით საჩივარი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციებმა და სასამართლოებმა აღარ განიხილეს, ხოლო მცირე ნაწილი — სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა შექმნილი კრიზისი და დაადასტურა, რომ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობდა არა სიმართლის დასადგენად, არამედ მისაჩქმალად.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ISFED შედეგების პარალელური დათვლის დროს იყენებს იმ ოქმებს, რომლებიც დგება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მიემართებოდა ამ ოქმებს და მათში შეტანილ მრავალჯერად შესწორებებს, რის შედეგადაც სრულიად დაიკარგა შედეგების პირველადი, რეალური სურათის აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, ISFED-ის მიერ შედეგების პარალელური დათვლა მეთოდოლოგიურად ვერ და არ ასახავს ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას, ზეწოლას, ნების კონტროლს, ე.წ. კარუსელს, არასწორად გაბათილებულ ბიულეტენებს და სხვა მანიპულაციებს, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
ლელო მიიჩნევს, რომ არჩევნები არის მასობრივად გაყალბებული და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ხელისუფლება შეეცადა, პარალელური დათვლის შედეგებზე უცნაური და უსაგნო აპელირება წარმოეჩინა საზოგადოებისათვის ისე, თითქოს ეს შედეგები როგორმე ადასტურებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მაშინ, როცა ასობით დარღვევაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი მძიმე ფაქტები დღემდე გამოუძიებელი რჩება.
აქვე ჩნდება კითხვა, რატომ და როგორ გახდა ცნობილი ხელისუფლებისათვის ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, მაშინ, როცა ეს თავად ორგანიზაციას საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული; ეს განსაკუთრებით აჩენს ეჭვებს იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სწორედ ამას სთავაზობდა ოპოზიციას — გადათვლილიყო ISFED-ის მონაცემები, მაშინ, როცა წინსწრებით იცოდა, რომ ამ მონაცემებში აღმოჩნდებოდა ცდომილება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის რეალური მიზეზები და გადადგას მის განსამუხტად კანონიერი და სწორი პოლიტიკური ნაბიჯები", — ნათქვამია განცხადებაში.
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
კომენტარები