კომუნიკაციების კომისია ცდილობს, ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტის შინაარსში — ქარტია
ფოტო: Tomas Urbelionis
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 7 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც კომისია მაუწყებელში უხამსობის შემცველი მასალის რეგულირების უფლება-მოვალეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კომისიას მსგავსი არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება არ გააჩნია.
ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ:
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ გასცდეს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
კომისიის მიერ 2020 წლის 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "კომუნიკაციების კომისიას, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ — ვალდებულება აქვს, მოახდინოს რეაგირება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე".
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომისიას მსგავსი არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება არ გააჩნია.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე მსჯელობს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო. ამავე მუხლით კი აკრძალულია აღნიშნულ საკითხზე კომისიისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა.
2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საქართველოს მოქალაქეები — გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არ იძლეოდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ არც მოსარჩელეებს უდავიათ და არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმსჯელია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვის საკითხზე. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვერ იმსჯელებს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებასა და სამოქალაქო უფლებებს. ამ საკითხზე შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის ან/და სასამართლოსთვის მიმართვა.
შესაბამისად, ვერ გავიზიარებთ კომისიის მოსაზრებას, რომ რადგან — "კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე".
მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 07 დეკემბრის განცხადება კიდევ ერთი მცდელობაა, ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტის შინაარსში და თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხები გადაიტანოს თავისი რეგულირების სფეროში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი პროდუქტის შინაარსში".
კომუნიკაციების კომისიის განცხადებას ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სადაც განმარტავენ, რომ კომისიას კანონი არ ანიჭებს იმის უფლებას, რაზეც საუბრობს. მათივე განცხადებით, კომისია მოქალაქეთა უფლებების დაცვის საფარველს ამოფარებული, ცდილობს მაუწყებლების რეგულირებას, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნია.
კომისიის თქმით, კანონის შესაბამისად, საეთერო პროგრამების განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით:
- შეიცავს თუ არა პროგრამა ან რეკლამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს;
- აქვს თუ არა პროგრამას ან რეკლამას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;
- ილახება თუ არა პროგრამის ან რეკლამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.
კომისიაში ამბობენ, რომ სწორედ დასახელებული კრიტერიუმების გამოყენებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდება განეკუთვნება თუ არა გადაცემებში გასული მასალა უხამსობას და აკრძალულია თუ არა მისი ეთერში განთავსება.
რას პასუხობენ კომისიას საიაში
საიაში ამბობენ, რომ კომისიის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც მაუწყებლობის შესახებ კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებიდან. მათი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხამსობის შემცველ პროგრამაზე დაიშვა მხოლოდ სასამართლოს კონტროლი და გადაწყვეტილება არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამაუწყებლო პროგრამის უხამსობა გახდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის ან რეაგირების საგანი.
ორგანიზაციაში დამატებით განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია იმ სასამართლო ორგანოებისათვის მიმართვის გზით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. კონსტიტუციის 59-ე მუხლის შესაბამისად, კი სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. მათი თქმით, ვინაიდან კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი არ იცავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამაუწყებლო პროგრამის უხამსობა გახდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის ან რეაგირების საგანი.
საიას განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ასახავს კომისიის უფლებამოსილებებს მაუწყებლობის სფეროში, სადაც არაა ნახსენები უფლება საჩივრის საფუძველზე განიხილოს და შეაფასოს უხამსობის შემცველი კონტენტი. მათივე განმარტებით, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ გამორიცხავს კომისიის ამგვარ უფლებამოსილებას და ზედამხედველობის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ საერთო სასამართლოებს უტოვებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის ამგვარი უფლებამოსილება არ გამომდინარეობს არც კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და პირიქით, ეწინააღმდეგება მათ.
საიაში ფიქრობენ, რომ საყურადღებოა ისიც, რომ კომისია კანონის ამგვარ განმარტებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 11 წლის შემდეგ აკეთებს. მათი თქმით, ჩნდება კითხვა, თუ კომისიას ნამდვილად გააჩნდა ასეთი უფლებამოსილება, რატომ არ იყენებდა ის მას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს კომისიას, აღარ გააკეთოს კანონის საწინააღმდეგო განმარტებები, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას არ გასცდეს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები