შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

საქმე ეხება 3 იანვარს, საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ფაქტს. უწყების განცხადებით, ბრალდებული თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 8 055 აშშ დოლარი და 4 105 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.